ვალვერდე:„ზიდანისნაირი ადამიანი არ მინახავს“
ფედერიკო ვალვერდემ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ბევრი საკითხი მიმოიხილა...
„როდესაც პატარა ვიყავი, ვოცნებობდი, რომ „რეალში“ მეთამაშა, ახლა კი აქ ვარ და ვოცნებობ იმაზე, რომ უამრავი ტიტული მოვიგო. გავითვალისწინო კოლეგების რჩევები და ვაჩვენო პროგრესი პროფესიულ დონეზე. დაუჯერებელი ფაქტები ხდება ჩემ ცხოვრებაში, რაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს.“
„როდესაც ზიდანი პირველად მენდო, კაზემირო ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ყოველგვარი ნერვიულობა მომეხსნა და მაქსიმუმი მეჩვენებინა, ბრაზილიელი ხშირად მეხმარება.“
„ზრდა უნდა გავაგრძელო. ვთვლი, რომ მიუღწეველი არაფერია. 10 წლის წინ, როდესაც ფეხბურთს ქუჩაში ვთამაშობდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას დავიცავდი. ფაქტი სახეზეა და არავინ იცის, რას შეიძლება მივაღწიო, ამიტომ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებ და დავიხარჯები.“
„მოდრიჩთან და კროოსთან ძალიან ბევრს ვხუმრობ, მაგრამ თავიდან მათ მიმართ უდიდეს პატივისცემას ვიჩენდი და ყოველთვის ბევრს ვუსმენდი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ნახევარმცველების გვერდით თამაში, ვინაიდან უდიდეს გამოცდილებას ფლობენ.“
„დებიუტი არასდროს დამავიწყდება, ზიდანისნაირი ადამიანი კი არასდროს მინახავს, ის საოცარი მოტივატორია, ფრანგი ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ითხოვს და სიმკაცრით გამოირჩევა.“
„როდესაც „ბლანკოსთან“ ერთად პირველი ტიტული მოვიგე, უბედნიერესი ვიყავი. თასის აღმართვა ვიზეიმე იმ მოთამაშეებთან ერთად, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგით თასით ხელში ტელევიზორის მეშვეობით ვხედავდი.“
„ჩემ სამშობლოში „მერენგებს“ ძალიან ბევრი ქომაგი ჰყავთ. ალბათ ხმაურიანი განცხადება არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ურუგვაიში „რეალი“ ყველაზე პოპულარული კლუბია.“
„სერხიო, მარსელო, კაზემირო, ლუკა, ტონი და სხვები არნახულ გამოცდილებას მიზიარებენ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ.“
- 5 ნოემბერი 2019
- 1 626
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.