მიატოვიჩი:„მადრიდელები VAR-ზე საუბრობენ, მე კი ფეხბურთელების საშინელ თამაშზე“
ფრედრაგ მიატოვიჩმა „რეალის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა...
„როდესაც „ბარსელონა“ თამაშს ვერ იგებს და შეგიძლია პირველ ადგილზე გადახვიდე, მატჩის 81-ე წუთზე არდანიშნულ პენალტს წარუმატებლობა არ უნდა დააბრალო.“
„მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ფეხბურთელების ბრალია. ვინიციუს ჟუნიორი მოედანზე რისთვის შემოვიდა? მეგონა, რომ ის მოედანზე პირველად გამოჩნდა და ვერცერთ ქმედებას ვერ აკონტროლებდა.“
„რატომ დარჩა მარსელო ვიეირა სკამზე? მენდის კარგად თამაშის გამო? ფერლანმა ძალიან ცუდად ითამაშა, აღარ ვსაუბრობ გაფუჭებულ მომენტზე.“
„დიახ, ზიდანის გუნდი შანსებს კვლავ ინარჩუნებს, მაგრამ ასე თამაში არ შეიძლება.“
- 3 ნოემბერი 2019
- 1 615
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.