22 დარტყმა და 0 გოლი - ფატალური უიღბლობა ბერნაბეუზე
ვინც „რეალისა“ და „ბეტისის“ მატჩის სტატისტიკას გადახედავს, ნამდვილად გაუკვირდება ანგარიში, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა...
უნდა აღინიშნოს, რომ ზიდანის გუნდმა კარისკენ 22-ჯერ დაარტყა, თუმცა კარის ჩარჩოსკენ ბურთი 7-ჯერ წავიდა, დანარჩენ შემთხვევებში კი ასცდა.
მადრიდულმა გუნდმა 141-ჯერ წამოიწყო შეტევა, საიდანაც 93 შემთხვევაში იერიშმა მწვავე ხასიათი მიიღო.
აღსანიშნავია პასების სიზუსტეც. 591 გადაცემიდან 511 სწორი აღმოჩნდა და მხოლოდ 80 შემთხვევაში არ მივიდა ბურთი ადრესატამდე. მთელი მატჩის მანძილზე გუნდს 63%-იანი ბურთის ფლობა ჰქონდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად ზიდანის გუნდმა 1 გოლის გატანაც ვერ შეძლო და ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან იმისა, რომ ლა ლიგაში პირველი ადგილი დაეკავებინა.
- 3 ნოემბერი 2019
- 1 252
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.