მადრიდის "რეალი" - "ოსასუნა" [პრევიუ]

მადრიდის "რეალის" მორიგი მეტოქე, 98 ქულისკენ მიმიმავალ გზაზე, "ოსასუნა" იქნება.

მანუელ პელეგრინის დარიგებული ბიჭები, ეცდებიან "ლა რომარედოზე" მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, ანალოიგური შედეგი "სანტიაგო ბერნაბეუზეც" გაიმეორონ.როგორც გუნდის ჩილელმა თავკაცმა დასძინა: "გუნდი ფიზიკური და მორალური მდგომარეობის კარგ საფეხურზე იმყოფება."იმედია, ფეხბურთელები ამ განწყობას მოედანზე გადაიტანენ, რაც საბოლოოდ პოზიტიურ შედეგს მოგვიტანს.

სამწუხაროდ, მადრიდელებს რაულის, ვან დერ ვაარტის, დრენტეს, ლასისა და პეპეს გარეშე მოუწევთ პამპლონელი მეტოქის დამარცხება.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მანუმ "რეალ მადრიდ კასტილიადან" უხმო ახალგაზრდა ფეხბურთელ ხუანფრანს, რომელიც სეგუნდა ბ-ს გასულ ტურში ბრწყნივალე გოლით გამოირჩა.

სტატისტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ "ბლანკოსისათვის" საკმაოდ სასურველი მეტოქეა "ოსასუნა."ამ გუნდების შორის გამართული 63 თამაშიდან, "თეთრებმა" 37 მოიგეს, 14-ში ფრე ითამაშეს და 12-ში მარცხი განიცადეს.რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, 128-63-ზეა მადრიდელების სასარგებლოდ.

აქვე მინდა გარკვეული იფნორმაცია პამპლონურ ბანაკზე მოგაწოდოთ, სადაც საკადრო პრობლემების ეპიდემია მძვინვარებს.ხოსე ანტონიო კამაჩოს ზედიზედ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გამოაკლდება.ყველაზე მეტად შეიძლება ვალტერ პანდიანის გამორჩევა, რომელიც გუნდის ერთ-ერთი გამტანი ფიგურაა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)