რაულს „რეალიდან“ 8 ფეხბურთელის გაშვება სურს, მათ შორის ბენზემაცაა
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ რაულ გონსალეს ბლანკომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელობის შემოთავაზება მიიღო და საკუთარი მოთხოვნებიც წარადგინა...
ყველაზე ხმაურიანი ამბავი ის არის, რომ რაულს კარიმ ბენზემა არ ხიბლავს. „ელ კაპიტანო“ თვლის, რომ „რეალს“ ტიპიური ფორვარდი სჭირდება, რომელიც კრიშტიანო რონალდუს ფუნქციებს შეითავსებს და ბევრი გოლის გატანას შეძლებს.
გარდა ამისა, რაულის აზრით „ბლანკოსი“ უნდა დატოვოს გარეთ ბეილმა, ხამეს როდრიგესმა, ოდრიოზოლამ, მარიანომ, ვასკესმა, ვინიციუსმა (იჯარით) და ლუკა მოდრიჩმა.
რაულის აზრით, სერიოზული წმენდისა და ახალი ფეხბურთელების მოყვანის გარეშე „ბლანკოსი“ პროგრესს ვერ აჩვენებს.
- 30 ოქტომბერი 2019
- 6 960
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.