ზიდანი:„„ადრე თუ გვიან რაული „რეალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება“
ზიდანმა „ლეგანესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„„ელ კლასიკო“ გადაიდო, რამაც საშუალება მოგვცა, უფრო დიდი დრო გვქონოდა მოსამზადებლად. ჩვენ გადავერთეთ „ლეგანესთან“ მატჩზე და ვეცდებით, რომ 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“
„როდესაც ბეილი 100%-ით მზად არის, ის განაცხადში ხვდება. უელსელს დაზიანებები აწუხებდა.“
„ბეილი ჩვენთან მოვიდა და ლონდონში გამგზავრების ნებართვა გვქონდა, თვითნებურად უელსელს არაფერი გაუკეთებია.“
„ბეილი საწვრთნელ ბაზას მალე დაუბრუნდება, ვინაიდან მისი კონდიცია ოპტიმალურს უახლოვდება.“
„ეჭვი არ მაპარებოდა, რომ უელსელის წასვლის შესახებ მკითხავდით. ამაზე საუბრები ზაფხულშიც მიმდინარეობდა და მომავალშიც იქნება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ჩვენ ახლა მატჩების მოგებაზე უნდა ვიფიქროთ და არა ტრანსფერებზე.“
„რაულ გონსალესს საიუბილეო თარიღი აქვს. უკვე 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი მადრიდის „რეალს“ დაუკავშირდა. ის კლუბის ლეგენდა და ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელია. მისი მწვრთნელბა? ის უკვე არის მწვრთნელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ადრე თუ გვიან მთავარ გუნდთან ჩაიბარებს. თუ „ბლანკოსის“ მთავარ მწვრთნელად რაულის კანდიდატურა განიხილება, მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები.“
„მთავარი ის არის, რომ კლუბში ყველა ბედნიერია. არ შეიძლება, რომ მსოფლიოს საუკეთესო კოლექტივის ღირსებას იცავდა და ბედნიერი არ იყო.“
„ბეილის გადაწყვეტილება სამედიცინო დასკვნასთან დაკავშირებით? ის მჭიდრო კავშირშია ექიმებთან და გადაწყვეტილებას თავად იღებს. ჩვენ მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენთ.“
„გარეთთან მიმართებაში ჩემამდე არანაირი წინადადება არ მოსულა. სატრანსფერო ფანჯარა იანვარში იღება, ოქტომბრის თვეში ვერ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა მოხდება იანვარში.“
„არ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, თუ რა საუბარი შედგა ბეილსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის. ეს არის საკითხები, რომელიც კონფიდენციალურია და საჯაროდ საუბარს არ ექვემდებარება.“
„მწვრთნელის საზრუნავი მხოლოდ თამაშების მოგება არ არის, აქ კიდევ ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი, თუმცა ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ტაბლოზე ნაჩვენები შედეგი სჩანს. „რეალის“ მწვრთნელობა მარტივი ნამდვილად არ არის.“
„მე მყავს ბევრი ფეხბურთელი, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში თამაშზე აცხადებს პრეტენზიას, თუმცა მხოლოდ 11 მათგანს აქვს საშუალება, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან გავიდეს. ყველა შეგირდმა იცის, რომ შრომა დაუფასდება. არ დავტოვებ არცერთ ფეხბურთელს, რომელსაც გულშემატკივარი საქმეში ვერ იხილავს.“
„ის, რომ ჩემი ფეხბურთელები მხარს მიჭერენ, ძალიან მაბედნიერებს, ეს იმის მანიშნებელია, რომ გუნდში ერთიანობაა.“
- 29 ოქტომბერი 2019
- 10 823
- 12