აზარი:„არ მეგონა, რომ ზიდანი მწვრთნელი მალევე გახდებოდა“
ედენ აზარმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
„ჩემი ოცნება „რეალში“ თამაში იყო. ბედნიერი ვარ, რომ აქ მოვხვდი და შემიძლია ვიამაყო თეთრი მაისურის ფლობით. კურტუა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სამეფო კლუბი მსოფლიოში საუკეთესო იყო.“
„„ჩელსიში“ კიდევ ერთი წლით დარჩენა შეუძლებელი იყო, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე და „რეალში“ გადმოვედი.“
„საუბრები მქონდა ლუკა მოდრიჩთანაც, ხორვატი მეუბნებოდა, რომ „რეალში“ ყველა მოუთმენლად მელოდა. „ჩელსის“ ხელმძღვანელობას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ჩემი პოზიცია გაიზიარა.“
„მთელი ბავშვობა ფეხბურთს მივუძღვენი, მთელი ოჯახი ფეხბურთის ფანი იყო. როდესაც ვჭამდით, ვმეცადინეობდით, ვერთობოდით, სულ ფეხბურთზე ვსაუბრობდით.“
„გამიმართლა, რომ სპორტის ეს სახეობა ჩემს პროფესიად იქცა.“
„ზიდანი ჩემი კუმირი იყო, ყველაფერი მომწონდა, რასაც ის აკეთებდა. ყოველთვის მსურდა, რომ ფრანგი ლეგენდა გამეცნო, ახლა კი ის ჩემი მწვრთნელია, რაც ძალიან მაბედნიერებს.“
„ზიზუს ზუსტად იცის რა სჭირდებათ ფეხბურთელებს. როდესაც ფრანგმა ფეხბურთელობას თავი დაანება, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე გამოვიდოდა სამწვრთნელო ასპარეზზე.“
„მსურს, რომ სეზონი ტიტულებით დავასრულოთ. „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება უდიდესი ბედნიერება იქნება.“
„ლონდონში ყოფნის დროს მხოლოდ ერთხელ მივაღწიე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს, „რეალმა“ კი იმ წლების პარალელურად ბევრჯერ შეძლო თასის აღმართვა. აქ ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ირიცხებიან და მსურს, რომ მათთან ერთად ოქროს მედლის მოპოვება ვიზეიმო.“
„28 წლის ვარ და საკმაოდ დიდ გამოცდილებას ვფლობ, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის ბერნაბეუზე თითოეული შესვლა ძალიან ემოციურია.“
- 29 ოქტომბერი 2019
- 2 060
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.