ზიზუ „ლეგანესთან“ კაზემიროს დასვენებას აპირებს
ბრაზილიელ კაზემიროს შესაძლოა დასვენების საშუალება მიეცეს...
ნახევარმცველმა აბსოლუტურად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „თეთრებმა“ მიმდინარე სეზონში გამართეს. ანალოგიური მაჩვენებელი ჰქონდა ტონი კროოსს, რომელმაც „უწყვეტი მარათონი“ ტრავმით დააასრულა.
იმის გამო, რომ კაზემიროს კუნთები გადატვირთულია, ზიდანი სიფრთხილის ზომებს მიმართავს. 30 ოქტომბერს „მერენგების“ მეტოქე „ლეგანესი“ იქნება. ეს არის გუნდი, რომელიც მე-20 პოზიციას იკავებს და საშინლად ასპარეზობს. 10 ტურის შემდეგ „ლეგანესის“ ანგარიშზე მხოლოდ 5 ქულაა.
დიდი ალბათობით, ზიზუ კაზემიროს ფუნქციებს ფედერიკო ვალვერდეს მიანიჭებს, რომელიც მოედანზე კროოსთან და მოდრიჩთან ერთად გავა.
- 28 ოქტომბერი 2019
- 1 408
- 3