პერესის ესპანელი რჩეულები
ესპანური გამოცემები გამუდმებით იუწყებიან, რომ დონ ფლორენტინოს "რეალში" "გალაქტიკური" წარმომავლობის ფეხბურთელების გარდა, თავისი თანამემამულეების მოყვანაც სურს.
მარტივად რომ ვთქვათ, პერესის სურვილია, სამეფო გუნდის შემადგენლობის ყველა მეორე (ან მესამე) ფეხბურთელს, "Made In Spain" ეწეროს.ასევე საინტერესოა ისიც, რომ "ბლანკოსის" მეთაურს უკვე ჰყავს ის რჩეული ესპანელი მოთამაშეები, რომლებიც ხორცს შეასხამენს მის იდეას.
მოკლედ, მადრიდელი მეცენატის სასურველ ფეხბურთელთა სიას, "ვალენსიელი" დევიდ სილვა ლიდერობს.გამოცემები მას გუტის შემცვლელად მოიაზრებენ."მდიდარ ბიძიას" "ღამურების" გულის მოსაგებად 30 მილიონის გადაგდება მოუწევს.
მომდევნო ფეხბურთელი გახლავთ, ბასკი, ხავი მარტინესი."ატლეტიკელზე" უკვე მოგახსენეთ (გუშინდელ სტატიაში), რომ ბრწყინვალე საყრდენი ნახევარმცველია.
მესამე და მეოთხე ადგილებს ინაწილებენ პამპლონელი მონრეალი და "ხეტაფელი" პედრო ლეონი.ორივე ფეხბურთელი ნახევარდაცვაში ირჯებიან, თუმცაღა გამომდინარე იქედან, რომ ეს ბიჭები საქმეში არ მყავს ნანახი, მათ პოტენციალზე საუბარი არ შემიძლია, ხოლო რაც შეეხება მათ სატრანსფერო ღირებულებას, სავრაუდოდ, 12 მილიონია თითოეულის ფასი.
ალბათ, უმჯობესი იქნება, რომ "რეალში" მოთამაშე ფეხბურთელს, "Made In Spain"-თან ერთად "Made In Madrid" ეწეროს.
- 1 მაი 2010
- 1 820
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.