გუტი პელეგრინის გამოექომაგა
სამეფო კლუბის "მე-14" ნომერმა, ხოსე მარია გუტიმ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ჩილელი მწვრთნელის გუნდიდან გაშვება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება."
"მწვრთნელის შეცვლა უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება.ჟოზე მოურინიო დიდი სპეციალისტია, თუმცა ჩვენი დამრიგებელი არის მანუელ პელეგრინი" - აღნიშნა გუტიმ.
"რეალის" ესპანელმა მეპასემ, კომენტარი "ლა ლიგაში" არსებულ სიტუაციაზე გააკეთა: "ბარსელონას" ორი ურთულესი მატჩი ელის "ვილიარეალისა" და "სევილიას" წინააღმდეგ.უნდა ითქვას, რომ კატალონიელებზეა დამოკიდებული ჩვენი ბედიც.ახლა, ისინი მხოლოდ პრიმერაში გამოსვლით შემოიფარგლებიან და არავინც იცის როგორ განვითარდება მოვლენები დარჩენილ ტურებში."
გუტიერესს მადრიდული კარიერის დასრულებაზეც ჰკითხეს: "სამეფო გუნდთან კიდევ ერთ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს.ყველაფერი ჩემზე და უშუალოდ კლუბზეა დამოკიდებული.თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჯერ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას არ ვაპირებ."
- 1 მაი 2010
- 1 782
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.