„რეალმა“ „გალათასარაის“ კარისკენ 26-ჯერ დაარტყა
მადრიდის „რეალმა“ თურქეთში მართლაც კარგი თამაში აჩვენა, რასაც სტატისტიკაც მოწმობს...
მადრიდელებმა მუსლერას კარისკენ 26-ჯერ დაარტყეს და აქედან 13 შემთხვევაში ბურთი კარის ჩარჩოსკენ წავიდა და საქმეში მეკარე ჩაერთო. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ზიზუს გუნდმა 524 გადაცემა გააკეთა და 425 შემთხვევაში პასი ზუსტი იყო. მადრიდულმა გუნდმა შეტევა 116-ჯერ წამოიწყო, საიდანაც 73 შემთხვევაში შეტევამ მწვავე ხასიათი მიიღო.
რაც შეეხება ბურთის ფლობის კომპონენტს, ამ შემთხვევში ფატიჰ თერიმის გუნდმა ზიზუს კოლექტივს აჯობა, „რეალს“ 46%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა.
- 23 ოქტომბერი 2019
- 1 651
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.