რამოსი:„ჩვენ მივესალმებით ზიდანის დარჩენას, მოურინიოზე არ ვფიქრობთ“
სერხიო რამოსმა თურქეთში პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ უნდა მოვიგოთ, ან ისევ მოვიგოთ! სხვა შედეგი არ განიხილება, თურქეთში 3 ქულისთვის ჩამოვედით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. დიახ, ლა ლიგის წინა ტურში საშინელი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ ხვალ სხვა გუნდს იხილავთ.“
„მადრიდს არაერთხელ ჰქონია კრიზისი და ბევრჯერ დაბრუნებულა. ახლაც ასე მოხდება. ბევრი მატჩი უნდა მოვიგოთ და ზინედინ ზიდანის ირგვლივ ატეხილი ჭორები ჩავაცხროთ.“
„რატომ უჭირს „რეალს“ მატჩების დაწყება? ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება. დასკვნების გაკეთება მარტივი არასდროს ყოფილა. ვერ გეტყვით, რაშია საქმე, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ „გალათასარაისთან“ პირველიდან ბოლო წუთამდე შევუტევთ.“
„ზიდანის წასვლა? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჭორების გასაქრობად. ფრანგმა ლეგენდამ ზუსტად იცის, რა სტანდარტები და მოთხოვნებია მადრიდში.“
„მოურინიოს დაბრუნება? თუ პერესი მოურინიოს დააბრუნებს, ჩვენ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ზიზუ გუნდის მეგობარია.“
„ყველა წაბორძიკების შემდეგ პრესაში წერენ, რომ კოლექტივს მთავარი მწვრთნელის ტოვებს. მოდით, პრობლემები სხვა ასპექტებში ვეძებოთ და არა მწვრთნელში, ფრანგი ლეგენდა ყველაფერს აკეთებს კოლქტივის წარმატებისთვის.“
„ეჭვი არ მეპარება, პრესაში ძალიან სიამოვნებთ „რეალის“ ცუდი სერია. რატომ? იმიტომ, რომ ზიდანის ირგვლივ ბევრ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ და მათი რეიტინგი იმატებს.“
„რადამელ ფალკაო ძალიან ძლიერი ფორვარდია. არ ვიცი, გამოვა თუ არა მოედანზე, ვინაიდან ტრავმას მკურნალობდა, მაგრამ მის კლასში ეჭვი არავის შეაქვს.“
„თურქეთში ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეტოქეს სტადიონზე ძალიან მხურვალე მხარდაჭერა ექნება.“
„ზიდანი იმსახურებს პატივისცემას. ის აქ სამუდამოდ არ მოსულა, მაგრამ ვისურვებდი, რომ წლების მანძილზე ერთად ვიმუშავოთ.“
„სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, ძალიან დიდ გამოცდილებას ვდლობთ და გვჯერა, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 1 თვის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული სურათი იქნება.“
- 22 ოქტომბერი 2019
- 14 985
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.