სამეფო გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა
მადრიდის „რეალმა,“ „ოსასუნასთან“ მატჩის წინ, ბოლო სავარჯიშო სესია გამართა.
მანუელ პელეგრინის შეგირდები მზად არიან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამარჯვება მოიპოვონ, პამპლონელების წინააღმდეგ.უკვე ცნობილია, რომ თავიანთ თანაგუნდელებს რაული და ვაარტი ვერ დაეხმარებიან ტრავმების გამო.
რაც შეეხება ასევე ტრავმირებულ გუტის, ვიცე-კაპიტანი მომავალი შეხვედრის განაცხადში შევა, თუმცა ის მზად არ არის 90 წუთი გააგოროს ბურთი.სავარაუდოდ, გუტიერესს მხოლოდ 45-50 წუთი შეუძლია ფეხბურთის თამაში.აქედან გამომდინარე მანუელის გადასაწყვეტია, პირველი წუთებიდან გამოუშვებს ფეხბურთელს, თუ მეორე ნახევრიდან.
აქვე მინდა დავუბრუნდე რაფას თემას, ფეხბურთელი მიუხედავად ტრავმისა, თავდაუზოგავად მუშაობს.მან წინა ვარჯიშზე მოედანზეც კი იძუნძულა.როგორც იცით, ექიმებმა ჰოლანდიელს 4 კვირიანი უქმობა და სეზონის დასასრული გამოუწერეს, თუმცა მოთამაშეს აქვს შანსი, რომ „მალაგას“ წინააღმდეგ გამოვიდეს მინდორზე.
- 1 მაი 2010
- 1 951
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.