„პსჟ“ „რეალს“ ერიკსენის შეძენაში ხელს შეუშლის
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ კრისტიან ერიკსენის შეძენისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ევრო „ბლანკოსს“ შესაძლოა ტრანსფერისთვის აღარ ეყოს...
ასპარეზზე „პსჟ“ გამოვიდა, რომელიც ასევე დაუკავშირდა „ტოტენჰემს“ და ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.
გამომდინარე იქედან, რომ თავად დანიელს მადრიდში სურს, მისი პარიზში ტრანსფერი მარტივი არ იქნება, მაგრამ ფრანგები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მოთამაშე განსაკუთრებული პირობებით მოხიბლონ და საბოლოო ჯამში „პსჟ“-ში თამაშზე დაიყოლიონ.
იანვარში „ბლანკოსსა“ და ალ ჰელაიფს შორის დიდი ბრძოლა გაიმართება.
- 21 ოქტომბერი 2019
- 1 281
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.