ლუკა იოვიჩი ისევ არ სჩანს
ლუკა იოვიჩმა „მალიორკასთან“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ ვინც სასტარტო შემადგენლობას არ გადახედა, სავარაუდოდ ვერც მიხვდა, რომ სერბი ფეხბურთელი მოედანზე იყო...
„ბლანკოსის“ საშინელი თამაშის ფონზე ლუკა კვლავ დაიკარგა, ვერც გოლის გატანა შეძლო, ვერც ეფექტური თამაში და ვერც კარგი შთაბეჭდილების დატოვება.
მეორე ტაიმის დასაწყისში ზიდანმა იოვიჩი შეცვალა და მთავარი ფორვარდის სტატუსი ბენზემას გადაულოცა, რომელიც პირველ ტაიმში შედარებით უკან ასპარეზობდა.
ესპანეთში სერბ ფეხბურთელს უკვე ძალიან ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.
- 20 ოქტომბერი 2019
- 1 963
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.