ზიდანი:„საშინელი მატჩი იყო“
ზინედინ ზიდანმა „მალიორკასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„არ მიყვარს ემოციებზე აყოლა და შეშფოთებული ყოფნა, მაგრამ უკვე რამდენიმე მატჩი დავიწყეთ ასე ცუდად და ამ შემთხვევაში „მალიორკასთან“ გარდატეხა ვეღარ მოვახდინეთ.“
„ჩემ გუნდს აკლდა ინტენსივობა, აგრესიულობა, ბურთის კონტროლი, სიზუსტე და რაც მთავარია შემართება.“
„დიახ, ჩვენ ასევე გვაკლდა რამდენიმე ლიდერი, მაგრამ საკმარისი რესურსი გვქონდა იმისათვის, რომ „მალიორკასთან“ 3 ქულა მოგვეპოვებინა.“
„შეცდომები აუცილებლად უნდა გაანალიზდეს და მაქსიმუმი ჩაიდოს მომდევნო ტურებში კარგად თამაშისთვის.“
„„მალიორკა“ ცხრილის ბოლოში იმყოფებოდა, მაგრამ კარგად ვიცოდით, რომ ამ გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავდათ და გაცილებით მეტი შეეძლო.“
„ოდრიოზოლას წითელი ბარათი? ასეთ კრიტიკულ შემთხვევაში ალვაროს მსგავსი ქცევა არ ეპატიებოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ემოციების მოზომვა არ არის მარტივი, ამიტომ ის საყვედურს არ მიიღებს.“
„ყველამ უნდა დაადასტუროს, რომ აქ ყოფნას იმსახურებს. 3 დღეში ერთხელ მოგვიწევს თამაშების ჩატარება და აუცილებელია, რომ მოვბილიზდეთ.“
- 20 ოქტომბერი 2019
- 5 342
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.