კაზემიროსთან დაკავშირებული რისკი მოიხსნა
ბრაზილიელი კაზემიროს „მალიორკასთან“ თამაში დიდ რისკებს შეიცავდა, მაგრამ „ელ კლასიკოს“ გადადების გამო ყველაფერი შეიცვალა...
ნახევარმცველს 4 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული და კიდევ ერთხელ გაფრთხილების შემდეგ ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის.
სწორედ ამიტომ ზიდანი „მალიორკასთან“ მატჩისთვის მის გამოყენებას არ გეგმავდა, ვინაიდან დისკვალიფიკაციის მიღების შემთხვევაში ის „ელ კლასიკოს“ გამოტოვებდა.
ვინაიდან და რადგანაც, „ბარსელონასთან“ მატჩი გადაიდო, რისკი აღარ არსებობს და კაზე „მალიორკასთან“ აუცილებლად ითამაშებს. დისკვალიფიკაციის მიღების შემთხვევაში კი ის არა „ბარსელონასთან“, არამედ „ლეგანესთან“ პაექრობას გამოტოვებს, რომელიც ამ ეტაპზე ლა ლიგის ფსკერზე იმყოფება.
- 19 ოქტომბერი 2019
- 1 666
- 1