ზიდანი:,,ტრანსფერები? იანვარი შორსაა"
ზინედინ ზიდანმა „მალიორკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„„ელ კლასიკოზე“ ახლა ვერაფერს ვიტყვი. დავემორჩილებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მატჩის ჩატარების თარიღის ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული.“
„რამოსი და ოლიმპიადა? ეს მისი გადასაწყვეტია დაესპანელის პოზიციაში ვერ ჩავერევი.“
„ტრანსფერები? იანვარი შორს არის.“
„პოგბასთან გადაღებული სურათები? ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და ერთმანეთი ვინახულეთ.“
„ტრავმების გამო საკმაოდ მწირი რესურსი გვაქვს, მაგრამ სტადიონზე მყოფ 11 ფეხბურთელს 7 მოთამასე ეყოლება შემცვლელად.“
„იოვიჩი ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე თავიდან, ის დინამიკაში შედის და გუნდში ადაპტირდება. არამგონია, რომ ფორვარდი იმედგაცრუებული იყოს.“
„მოხარული ვარ, რომ ტაკეფუსა „მალიორკაში“ დიდ პროგრესს აჩვენებს, იაპონელს კარგი მომავალი აქვს.“
„ვალვერდეზე დიდ იმედებს ვამყარებ და ვიცი, რომ ის ბევრს მიაღწევს.“
„კროოსის, მოდრიჩის, ბეილის და ვასკესია არყოფნა დიდი პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ.“
„ბრაჰიმი და მარიანო? ყველა მოთამაშე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს ვარჯიშებზე, რადგან არავინ იცის, ვინ მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში.“
„მარიანოს წასვლა? თუ ის წავა, გადაწყვეტილება მისივე იქნება.“
- 18 ოქტომბერი 2019
- 5 044
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.