ფაბიანისთვის „რეალი“ და „ბარსა“ იბრძოლებენ
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ფაბიან რუისი იტალიაში დიდხანს ვეღარ დარჩება...
ესპანელ ფეხბურთელზე პრეტენზიას ლა ლიგის ორი საუკეთესო კლუბი აცხადებს.
როგორც სჩანს ფაბიანისთვის „ელ კლასიკო“ შედგება.
ერნესტო ვალვერდე რუისს ივან რაკიტიჩის შემცვლელად განიხილავს და თვლის, რომ ის შესანიშნავად მოერგება კატალონიური კლუბის ფილოსოფიას.
„რეალს“ ფაბიანის მიმართ ინტერესი ზაფხულშიც ჰქონდა, მაგრამ მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ.
- 16 ოქტომბერი 2019
- 1 874
- 11