„რეალმა“ ვარჯიში განაახლა
ორდღიანი შესვენების შემდეგ სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს...
ხვალიდან ზინედინ ზიდანის განკარგულებაში უფრო მეტი მოთამაშე იქნება, თუმცა დღეს სესიაზე ყველა ფეხბურთელმა სრული დატვირთვა მიიღო.
სამწუხაროდ, კოლექტივთან ერთად ვერ ვარჯიშობენ ბეილი და მოდრიჩი, ორივე მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში დაიმტვრა და სამკურნალო კურსი ესაჭიროება.
სესიაზე რამდენიმე კასტილიელიც გამოჩნდა.
ზიდანმა ყურადღება გაამახვილა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასა და ტაქტიკურ მონახაზებზე.
- 14 ოქტომბერი 2019
- 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.