ტკბილი მოგონებები "ოსასუნასთან"

მადრიდის "რეალის" მომავალი მეტოქე პრიმერა დივიზიონში, პამპლონური "ოსასუნა" იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ გუნდების დაპირისპირება, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" იმართება, უმრავლეს შემთხვევაში მადრიდელი ფეხბურთელების წარმატებით მთავრდება."წითლები" ესპანეთის დედაქალაქში სულ 31-ჯერ ჩამოვიდნენ სათამაშოდ, საიდანაც 24 შემთხვევაში დამწუხრებულები, 5 შემთხვევაში ნახევრად დამწუხრებულები, ხოლო 2 შემთხვევაში უაღრესად გახარებულნი წავიდნენ.

რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, "ბერნაბეუზე" ჩატარებული "რეალი"-"ოსასუნას" შეხვედრებში, ამ კომპონენტშიც მასპინძლები სასტიკად ჯაბნიან თავიანთ მოწინააღმდეს.კონკრეტულად, "თეთრებმა" 85 გოლი გაიტანეს, ხოლო 25 მიიღეს საკუთარ კარში (31 დაპირისპირებიდან "რეალმა" 15-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა, ხოლო "ოსასუნამ" 3-ჯერ).

აქვე მინდა გასული სეზონის მატჩი გავიხსენო, სადაც მადრიდელებმა რამოსის, იგუაინისა და რობენის გოლების წყალობით, 3-1 სძლიეს მეტოქეს.

"ბლანკოსის" ფეხბურთელები ეცდებიან შინაურ კედლებში გამარჯვებების კოლოსალური რაოდენობის დაგროვებას და ამასთანავე სეზონის ბოლოს რეკორდული, 98 ქულისათვის თავის მოყრას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)