ისკო „რეალს“ იანვარში ტოვებს?
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, ისკო ალარკონმა მადრიდის „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა...
ესპანელ ნახევარმცველს „იუვენტუსი“ 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ისკო თვლის, რომ ამ ფორმაციის „ბლანკოსში“ მისი შანსები კიდევ უფრო შემცირდა და დროა კლუბი შეიცვალოს.
მიმდინარე სეზონში, ალარკონი მოედანზე საერთოდ აღარ სჩანს, რაც პირველ რიგში ტრავმიანობიდან არის გამოწვეული, მაგრამ ფაქტია, რომ ის ფორმაში ყოფნის დროსაც სათადარიგოთა სკამზე ზის.
იმ ფონზე, რომ „რეალი„ კრისტიან ერიკსენის დამატებას აპირებს, ისკოს შანსი კვლავ მცირდება, „ბებერი ქალბატონის“ შეთავაზება კი საინტერესო უნდა იყოს.
იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ ალარკონს ზიდანის კოლექტივის დატოვება იანვარში სურს.
- 14 ოქტომბერი 2019
- 3 110
- 12