მორატი მოურინიოს არ გაეყრება
იტალიური "ინტერის" პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ, განაცხადა რომ ჟოზე მოურინიოს გაშვებას არ აპირებს.
მილანური გუნდის ბოსმა, "La Gazzetta dello Spor"-თან საუბრისას შემდეგი განაცხადა: "ჩემი კლუბის მომავალი ვერ წარმომიდგენია მოურინიოს გარეშე."
შესაძლოა ითქვას, რომ აღნიშნულმა კომენტარმა მადრიდის "რეალის" პირველ პირს, ფლორენტინო პერესს, კოვზი ნაცარში ჩაუგდო, თუმცაღა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დონ პერესს კოვზი არასოდეს უვარდება ნაცარში.
- 30 აპრილი 2010
- 3 126
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.