ვაარტი არიენის გზას არ გაჰყვება
მიუნხელინ "ბაიერნი" მზად არის შემადგენლობაში კიდევ ერთი ჰოლანდიელი დაიმატოს, რაფაელ ვან დერ ვაარტის სახით.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლუის ვან გაალს ძალიან სურს არიენ რობენისა და რაფას შეწყვილება, თუმცა მადრიდელი ფეხბურთელი ამას სასტიკად გამორიცხავს: "მოხარული ვარ, რომ ამ დონის სპეცილიასტის დაინტერესდა ჩემით, მაგრამ სამეფო გუნდიდან წასვლას არ ვაპირებ.მადრიდი - ჩემი კლუბია" - აღნიშნა "ნარინჯისფერთა" ნაკრების ნახევარმცველმა.
ალბათ, აღნიშვნის ღირსია ვაარტის ასეთი განწყობა "ბლანკოსის" მიმართ.ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში აშკარად პროგრესირებს და ეს იქედანაც ჩანს, რომ მისმა ძალისხმევამ, რიგ შეხვედრებში, დიდი წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.
- 30 აპრილი 2010
- 3 003
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.