კარლოსი;„კამაჩო და ლუშემბურგო გავაგდეთ, მათ რაციონიდან ლუდი ამოიღეს“
რობერტო კარლოსმა ვანდერლეი ლუშემბურგოსა და კამაჩოს გუნდიდან წასვლაზე ისაუბრა...
„კამაჩო აცხადებდა, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს თამაში არ სურდათ, სინამდვილეში ასე არ იყო, ჩვენ უბრალოდ ვერ ჩამოვაყალიბეთ კარგი ურთიერთობა და საბოლოო ჯამში მთავარი მწვრთნელის გუნდიდან გაშვების საკითხი დავაყენეთ. კამაჩომ დილის 7 საათზე მოინდომა სესიების გამართვა, მსგავსი სიმკაცრით შედეგი არ მიიღწეოდა.“
„ლუშემბურგო? მის შემთხვევაში ვახშამზე ლუდის და ღვინის მირთმევა არ შეიძლებოდა. დიახ, ჩვენს სპორტსმენები ვართ და ალკოჰოლი არ უნდა მივიღოთ, თუმცა გარკვეულ ღონისძიებებზე მცირე დოზა ცუდი ნამდვილად არ გახლდათ. „გალაქტიკო“ ვერასდროს იტანდა სიმკაცრეს, იქ მთავარი თავისუფლება იყო, რომელსაც დიდ პატივს ვცემდით.“
- 10 ოქტომბერი 2019
- 4 700
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.