ლუკას ვასკესი;„პარიზის შემდეგ დიდი პროგრესი ვაჩვენე“
ლუკას ვასკესმა მადრიდის „რეალში“ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა...
„მე ვფიქრობ, რომ პარიზში განცდილი საშინელი მარცხის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ დიდი პროგრესი აჩვენა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. გუნდი ეტაპობრივად შედის ფორმაში. ყველა ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯებით, რადგან ეს ზიდანის მოთხოვნაა, ფრანგი სრული სიმკაცრით მუშაობს.“
„თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, არასდროს უნდა შეაჩერო ოცნება და მონდომება, იოლად არაფერი ხდება.“
„კრიშტიანო ძალიან კარგი იყო, მაგრამ ის მუდმივად ვერ ითამაშებდა „მერენგების“ რიგებში, ახლა ჩვენ სხვა „შვიდიანებით“ უნდა ვიასპარეზოთ და ვეცადოთ მწვერვალები დავიპყროთ.“
- 7 ოქტომბერი 2019
- 1 898
- 4