გადაწყვეტილება მიღებულია - „რეალი“ ზამთარში TOP ფეხბურთელს ყიდულობს!
ესპანურ და ინგლისურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალმა“ გადაყვეტილება მიიღო და ზამთარში ახალ ფეხბურთელს დაიმატებს...
საქმე ეხება კრისტიან ერიკსენს, რომელსაც „ტოტენჰემთან“ ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა, ვინაიდან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე კვლავ უარი განაცხადა.
პოჩეტინოს გუნდი იძულებულია დანიელი ნახევარმცველი ზამთარში გაყიდოს, ვინაიდან ზაფხულში ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ერიკსენის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის. რაც დრო გადის, კრისტიანს ფასი მცირდება, ვინაიდან კონტრაქტის ვადა იწურება.
- 6 ოქტომბერი 2019
- 12 595
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.