ზიდანი:„მე მჭირდება ასეთი აზარი, რომელიც დღეს ბრწყინვალე იყო“
ზიდანმა „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„ეს იყო მატჩი, სადაც პირველიდან ბოლო წუთამდე ყველაფერს ვაკონტროლებდით და ვდომინირებდით. ყველა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. კარგია, რომ პირველ ადგილზე ვართ და პოზიციებს ვიმყარებთ.“
„პირველ ტაიმში მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, ჩვენ ძალიან ეფექტურად ვუტევდით და ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად შედეგიანები ვყოფილიყავით. სამწუხაროდ, კარი მშრალად ვერ შევინახეთ, მაგრამ არაუშავს, ასეთი რამ ხდება ხოლმე.“
„ლა ლიგაში მცირეხნიანი შესვენება იქნება. კარგია, რომ პირველ ადგილზე ვართ და სიმშვიდის საშუალება გვეძლევა. ახლა ფეხბურთელები ნაკრებებში გაემგზავრებიან, შემდეგ კი „მალიორკასთან“, „გალათასარაისთან“ და „ბარსელონასთან“ მატჩებზე გადავერთვებით.“
„დანი კარვახალმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ესპანელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად იასპარეზა. სიმართლე გითხრათ, მარჯვენა ფეხით მოასპარეზე მოთამაშეები დიაგონალურ გადაცემების მარცხნიდან ბრწყინვალედ აკეთებენ.“
„ვალვერდე უჩინარი არ ყოფილა, ის შავ სამუშაოსაც ასრულებდა და ეფექტური გადაცემებითაც გამოირჩა, ურუგვაელი ფენომენალური მოთამაშეა და ძალიან დიდი მომავალი აქვს, ფედეს ვენდობი და მჯერა, რომ ის მოუმატებს.“
„ტრავმები რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ არსებობს შესანიშნავი რესურსი. ფეხბურთელებს ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლიათ.“
„აზარს ყველამ მივულოცოთ, მან შესანიშნავი სადებიუტო გოლის გატანა შეძლო. ბელგიელი ძალიან ნიჭიერია და უდიდეს დახმარებას გვიწევს, ეჭვი არ მეპარება, ედენი ასე თამაშს განაგრძობს.“
„ახლა ბევრად უკეთესები ვართ, ვიდრე 1 თვის წინ. გუნდი მშვიდად მუშაობს, გარედან არსებულ ზეწოლას ყურადღებას არ უთმობს და ცდილობს, რომ უმაღლესი ხარისხის ფეხბურთი ითამაშოს. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და „ბლანკოსი“ სულ მალე საუკეთესო კონდიციაში შევა.“
„კროოსი შევცვალე, რადგან მას თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ვიმედოვნებ, გერმანელის ტრავმა სერიოზული არ არის. არ გამოვრიცხავ, ტონი ნაკრებში ვერ წავიდეს.“
„მოდრიჩის გოლი შესანიშნავი იყო. მახსენდეა, ლუკას მიერ ასევე ამ გუნდის კარში რამდენიმე წლის წინ გატანილი ბრწყინვალე გოლი.“
„ვალვერდე შესანიშნავია როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაში. მიხარია, რომ ფედერიკო უნივერსალია.“
„აზარმა გააკეთა გადამწყვეტი პასები და გაიტანა გოლი. მე სწორედ ასეთი ედენის ხილვა მსურს.“
„არეოლამ შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია. ფრანგმა ისედაც კარგად იცის, რომ მეტი ყურადღება იყო საჭირო, კარის დარაჯმა გასახდელში ბოდიში მოიხადა, მაგრამ მე მას არაფერში ვადანაშაულებ. გარდა ამ მომენტისა, ალფონსს სხვა მომენტებიც ჰქონდა, რომელიც მის აქტივში უნდა შევიტანოთ.“
- 5 ოქტომბერი 2019
- 7 405
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.