ზიდანი:„მილიტაოს შესაძლოა პოზიცია შევუცვალო“
ზინედინ ზიდანმა „გრანადასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„საკმაოდ რთული მატჩი გველის, რადგან ვთამაშობთ გუნდთან, რომელიც ლა ლიგაში მეორე ადგილს იკავებს და შესანიშნავი სეზონი აქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სრული რესურსის ასათვისებლად მოსაგებად.“
„კურტუას მიმართ სტვენა რა თქმა უნდა უსამართლოა. როდესაც გუნდი ვერ თამაშობს, ყველაფრის ბელგიელზე დაბრალება სწორი არ არის.“
„ზედიზედ სამი მატჩი ჩავატარეთ გოლის გაშვების გარეშე და ბელგიელი ჩვენთან ერთად იყო. ანუ რა გამოდის? ყველაფერი წესრიგშია მაშინ, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს.“
„კურტუასთან ბერნაბეუზე შექმნილ სიტუაციაზე არ მისაუბრია. მითუმეტეს, ბელგიელს არ უთქვამს, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება „რეალს“ დატოვებს და ასე შემდეგ. ტიბოს „ბლანკოსთან“ 6 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და არ აქვს უფლება რადიკალური განცხადებებით მოგვმართოს, მსგავს რამეს ვერავინ გამიბედავს, არცერთ ფეხბურთელს არ დავტოვებ, რომელიც წასვლის სურვილს გამოთქვამს. ვაფასებ ერთგულებას.“
„მიუხედავად იმისა, რომ „რეალი“ სატურნირო ცხრილის სათავეშია, მე მესმის ის კრიტიკა, რომელიც ჩვენს მიმართ არსებობს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ.“
„სტადიონზე შეკრებილი პუბლიკის რეაქციები ჩვენზე რა თქმა უნდა მოქმედებს, ამიტომ ყოველთვის მაქსიმალურ მხარდაჭერას ველით.“
„ბეილთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, განვითარებულ მოვლენებზე ჩვენ ვისაუბროთ, მაგრამ ეს შიდა საკითხია და არა გარეთ გამოსატანი.“
„არის თუ არა კურტუა უდავოდ პირველი მეკარე? მე 25 ფეხბურთელი მყავს და ძირითადი გარანტირებული ადგილი რა თქმა უნდა ვერავის ექნება, ითამაშებს ის ფეხბურთელი, რომელიც საუკეთესო ფორმაში იქნება.“
„არ გამოვრიცხავ, ედერ მილიტაომ მარცხენა ფრთაზე ითამაშოს, ვინაიდან მენდის, ნაჩოსა და მარსელოს ტრავმები აწუხებთ.“
„ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი შედეგები ვაჩვენეთ, მაგრამ ვეცდებით, რომ მომდევნო ტურებში ვითარება მნიშვნელოვნად გამოვასწოროთ. ახლა ლა ლიგაზე ვართ გადართულები და ყველაფერს გავაკეთებთ პირველი ადგილის შესანარჩუნებლად.“
„არეოლა ბრწყინვალე მეკარეა, მან რამდენჯერმე მიიღო შანსი და გამოიყენა კიდეც. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ძალიან მაღალი კარის დარაჯი გვყავს.“
- 4 ოქტომბერი 2019
- 6 686
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.