1 ქულა 2 მატჩში!
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კლუბმა ჩემპიონთა ლიგა კატასტროფულად დაიწყო...
„პსჟ“-სთან საზარელი მარცხის შემდეგ „ბლანკოსს“ საშინაო არენაზე ბრწყინვალე შანსი მიეცა იმისა, რომ „ბრიუგე“ დაემარცხებინა და სატურნირო მდგომარეობა გაეუმჯობესებინა.
სანაცვლოდ კი რა მივიღეთ? 2 ტურში 1 ქულა და სერიოზულად გართულებული საქმე ჯგუფურ ეტაპზე.
მესამე ტურში ზიზუს გუნდი სტამბულს ესტუმრება და „გალათასარაისთან“ გაარკვევს ურთიერთობას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ „გალა“ საშინაო არენაზე გაცილებით ეფექტურია და თურქეთში თამაშის ყველას უჭირს.
ახლა ზიდანის გუნდი ვალდებულია, რომ „გალათასარაი“ დაამარცხოს, სხვა შემთხვევაში სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო დაიმძიმებს.
- 1 ოქტომბერი 2019
- 1 246
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.