ზიდანი:,,რონალდუს გარეშე თამაში ძალიან რთულია
ზინედინ ზიდანმა „ბრიუგესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„როდესაც სატურნირო ცხრილს ვუყურებ, მსურს, რომ „ბრიუგესთან“ მატჩი დროზე მოვიდეს და ყველაფერი გამოსწორდეს. ზუსტად ვიცით, რა გვსურს და რას ვაპირებთ. 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესია და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“
„კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ ამას პირველად ვამბობ, მაგრამ მისი წასვლით არსებული დანაკლისის შევსება წარმოუდგენელია, თუმცა გუნდმა უნდა ისწავლოს მის გარეშე თამაში, ჩვენ სწორედ ამ ეტაპზე ვართ და ვცდილობთ, რომ ტიტულების მოგება პორტუგალიელის გარეშე დავიწყოთ.“
„იმისთვის, რომ მოვიგოთ, გვჭირდება ინტენსიური თამაში, მაგრამ 3 დღეში ერთხელ მოედანზე გასვლის პირობებში მუდმივად ტემპით თამაში მარტივი არ არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალების დაბალანსება მოხდეს და გუნდი არ გადაიტვირთოს.“
„კაზემიროს სახლი გაძარცვეს, ეს ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ ბრაზილიელი ახლა მხოლოდ „ბრიუგესთან“ პაექრობაზე ფიქრობს.“
„ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, მეოთხე ადგილზე დიდხანს ყოფნა უბრალოდ წარმოუდგენელია. მე ვერ მივცემ აზარს რჩევებს, თუ როგორ ითამაშოს, ვინაიდან ის სრულფასოვნებაა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ბელგიელი საოცრებებს ჩაიდენს და გუნდს უდიდეს დახმარებას გაუწევს.“
„როდესაც „რეალში“ გადმოვედი, ბევრს მაკრიტიკებდნენ, მაგრამ მშვიდად ვმუშაობდი და საბოლოო ჯამში ძალიან კარგად ვიასპარეზე, ანალოგიური იყო იტალიაშიც, სადაც 3 თვის განმავლობაში უდიდესი კრიტიკის ქვეშ ვექცეოდი.“
„სეზონი გრძელია და შანსს ყველა მიიღებს, მათ შორის ბრაჰიმ დიასიც იქნება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ყველა სესიაზე ბოლომდე იტვირთება, ის ძალიან ნიჭიერია. 25 ფეხბურთელი მყავს, ძალებს აუცილებლად დავაბალანსებთ.“
„სერხიო არის სერხიო, ის დიდი კაპიტანი და უდავო ლიდერია, მას ხანდახან დასვენება სჭირდება, მაგრამ ახლა გუნდის სამსახურში იდგება.“
- 30 სექტემბერი 2019
- 15 567
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.