ზიდანი:„„რეალი“ გამარჯვებას იმსახურებდა, ბრძოლა გრძელდება“

ზინედინ ზიდანმა „ატლეტიკოსთან“ ნულოვანი ყაიმის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ჩვენ ერთ ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, ვინაიდან უპირატესობას ვფლობდით და მომენტებიც შევქმენით, თუმცა არაუშავს. მსურს, მივულოცო ყველა ფეხბურთელს, რომელიც მოედანზე იყო, მათ შესანიშნავად იასპარეზეს.“

„„ატლეტიკო“ დაცვაზე იყო ორიენტირებული, ჩვენ კი შეტევაზე. როდესაც ანგარიში 0-0 არის, აუცილებლად უნდა გარისკო. საბოლოო ჯამში შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება.“

„აზარმა კარგად ითამაშა და აქტიურობას ცდილობდა, ის სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ცდილობს, მაქსიმალურად დაიხარჯოს იმისთვის, რომ კარგ ფორმაში შევიდეს.“

„ინტენსივობა ნამდვილად არ გვაკლდა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მეტოქის სიძლიერე. სიმეონეს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელთან ბრძოლაც ურთულესია.“

„ბოლო მატჩებში დაცვაში შესანიშნავად ვთამაშობთ, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია. სამეფო კლუბმა უკვე ზედიზედ 3 მატჩის მანძილზე შეინახა კარი მშრალად.“

„ბენზემას მომენტი ყველაზე სახიფათო იყო. ფრანგმა ბრწყინვალე დარტყმა განახორციელა, თუმცა იან ობლაკმა შესანიშნავი ნახტომის წყალობით მისი გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა.“

„მატჩის შემდეგ სიმეონე დამემშვიდობა და მითხრა, რომ ბრძოლა გრძელდება, მეც ანალოგიური სიტყვებით ვუპასუხე.“

„ვალვერდეს თამაშით კმაყოფილი ვარ. ურუგვაელს შანსი მივეცი და ყველა მომენტში ეფექტური იყო.“

„ბეილი კარგ ფორმაშია, თუმცა მეტი შეუძლია. ყველამ კარგად იცის უელსელის შესაძლებლობები.“

  • Bernabeu
  • 29 სექტემბერი 2019
  • 14 189
  • 8

1

29 სექტემბერი 2019 11:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იოვიჩიც იმსახურებდა ოცი წუთი მაინც თამაშს მარა სადაა? მითუმეტეს რომ ჩაწოდებებს ათამაშებ გუნდს იქ იოვიჩი საუკეთესოა თავზე და მიეცი 15-20წუთი მაინც მასეთ თამაშში აგრძნობინე რომ ისიც საჭირო მოთამაშეა.. ამას ლეგანესთან 10წუთის მიცემით ვერიგრძნობს მნიშვნელოვან თამაშში უნდა მიაღებინო მონაწილეობა.. იოვიჩს ჭირდება სოლარის ნაირი ტრენერი რომელიც ახალგაზრდებს ენდობა

2

29 სექტემბერი 2019 11:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
ზიზუს ის არ მომწონს რომ როცა რომელიმე მოთამაშე ვერ თამაშობს უნდა შეცვალოს ბენზემასი არ იყოს
-----------------------
ჰალამადრიდ.

3

29 სექტემბერი 2019 11:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 222
ახლა ერთი 0-0 გავაგოროთ ლიგაზეც და მაგარი შედეგი გვექნება გოლს არ გაუშვებს გუნდი

4

29 სექტემბერი 2019 12:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 147
ობლაკია დედას შვც თორე მინიმუმ 0-2 იყო, ტაქტიკურად კი მიასხა ზიზმ სიმეონეს მარა ობლაკმა გამოიღო შიგანი

ციტატა: mbape10
იოვიჩიც იმსახურებდა ოცი წუთი მაინც თამაშს მარა სადაა? მითუმეტეს რომ ჩაწოდებებს ათამაშებ გუნდს იქ იოვიჩი საუკეთესოა თავზე და მიეცი 15-20წუთი მაინც მასეთ თამაშში აგრძნობინე რომ ისიც საჭირო მოთამაშეა.. ამას ლეგანესთან 10წუთის მიცემით ვერიგრძნობს მნიშვნელოვან თამაშში უნდა მიაღებინო მონაწილეობა.. იოვიჩს ჭირდება სოლარის ნაირი ტრენერი რომელიც ახალგაზრდებს ენდობა

მოიცა კიდე იოვიჩიო? ოსასუნასთან დაღლილ ვირს გავდა და რაოს ატლეტიკოსთან თამაში?
-----------------------
რონალდინიო: "ზიდანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა." მესი-კარიერაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვთხოვე მაისური, ზიდანს!

5

29 სექტემბერი 2019 12:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 006
სწორი ტაქტიკით იყამაშა ზიზუმ, პირველობაც შეინარჩუნა და დღევანდელ ატლეტიკოს კარში არ დაარტყმევინა, იმის ფონზე რამდენ გოლს უშვებდა რეალი მართლაც გამოსწორებულია დაცვა, შეტევაშია დასალაგებელი დიტუაცია და ალბათ წინა ტრიოს ფორმაზე და ცენტრის დაბრუნებაზე იქნება დამოკიდებული რაც დროსი ამბავია, ტაქტიკურად კიდე წაკუზა სიმეონე

6

29 სექტემბერი 2019 12:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 438
ნუ ობლაკი ნ1ა უდავოდ ბრავო მართლა .... და შეტევა არაა ფორმაში აზარი არის საახალწლო ბურვაკი და მეტი არაფერი უტრაკო გამტრაკებელი იმედია მალე შევა ფორმაში ......

7

29 სექტემბერი 2019 14:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: RAUL BLANCO
ობლაკია დედას შვც თორე მინიმუმ 0-2 იყო, ტაქტიკურად კი მიასხა ზიზმ სიმეონეს მარა ობლაკმა გამოიღო შიგანი

ციტატა: mbape10
იოვიჩიც იმსახურებდა ოცი წუთი მაინც თამაშს მარა სადაა? მითუმეტეს რომ ჩაწოდებებს ათამაშებ გუნდს იქ იოვიჩი საუკეთესოა თავზე და მიეცი 15-20წუთი მაინც მასეთ თამაშში აგრძნობინე რომ ისიც საჭირო მოთამაშეა.. ამას ლეგანესთან 10წუთის მიცემით ვერიგრძნობს მნიშვნელოვან თამაშში უნდა მიაღებინო მონაწილეობა.. იოვიჩს ჭირდება სოლარის ნაირი ტრენერი რომელიც ახალგაზრდებს ენდობა

მოიცა კიდე იოვიჩიო? ოსასუნასთან დაღლილ ვირს გავდა და რაოს ატლეტიკოსთან თამაში?

ბენზემამ ხო ვარსკვლავები დაწყვიტა რასამბობ.. არიყო გასაყვანი 70წუთიდან? მოდი ეხა რონალდო ავიღოთ არ ათამაშოს სარიმ არცერთი თამაში სასტავში.. შეიყვანოს ხოლმე 87წუთიდან სულ და მერე ერთი შანსი კიცეს ჩიევოვერონასთან ერთი თუ მოწყვეტს ვარსკვლავებს ვნახოთ... გატეხილია უკვე იოვიჩი ფსიქოლოგიურად. ხვდება რომ ზიზუს კიდია და არ შედის მის გეგმებში შესაბამისად ხასიათიც ჩაჯმულიაქ.. უნდა წავიდეს თუ ჭკუა აქ ზამთარსავე თორე იქნება მარიანოს დონის ფორვარდი 80წუთიდან რომ ეძლევა შანსი.. მასე იყო თავიდან მოდრიჩიც რომარ ათამაშებდნენ და თამაშის მიწურულს შეყავდათ მიტო მოინათლა ყველაზე ცუდ ტრანსფერად მარა რომ მიეცა მერე დრო და ჩადგა სასტავში კი ხედავ რაცაა

8

29 სექტემბერი 2019 21:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყოჩაღ ზიზუ,ნორმალურად ითამაშეს ბიჭებმა.თუმცა,ბენზემას ძალიან ნუ ეფოფინები,თორემ ცოლს შეგიცდენს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)