როდრიგო:„ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი მადლობა ზიდანს“
როდრიგო გოეში „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა...
„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დღეს არასდროს დამავიწყდება. დიდი მადლობა ოჯახის წევრებს, თანაგუნდელებს და ზიდანს, რომელიც მენდობა. გოლის გატანის შემდეგ ფრანგმა მითხრა, რომ ჩემში ეჭვი არ ეპარებოდა, რამაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა.“
„არ მინდა შედარება რონალდოსთან, რადგან ის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბევრი გავიტანო და შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო.“
„ზიზუს ნდობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვეხმარები როგორც კასტილიას, ასევე მთავარ გუნდს და მზად ვარ იქ ვითამაშო, სადაც საჭიროება მოითხოვს.“
„შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მომენტი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი.“
- 26 სექტემბერი 2019
- 5 960
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.