ზიდანი:„ცვლილებები იქნება, როტაცია აუცილებელია“
ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„„სევილიასთან“ ვითამაშეთ ისე, როგორც საჭირო იყო. გუნდი 90 წუთის მანძილზე არ კარგავდა მოტივაციას და ყურადღებას, რამაც საბოლოო ჯამში ურთულესი პაექრობა მოგვაგებინა. სწორედ ასე თამაში უნდა გავნვაგრძოთ და ყველაფერი გამოვა.“
„ლა ლიგაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კონკურენცია იმდენად დიდია, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებად ხასიათს იღებს.“
„მენდის ტრავმა ძალიან სამწუხაროა, ის დღეიდან იწყებს აღდგენით პროცესს.“
„მესის საუკეთესოდ დასახელება? სიმართლე გითხრათ, ამ საკითხის მიმართ ინტერესი არ გამომიჩენია და არ ვიცი, ვინ მისცა ხმა არგენტინელ ფეხბურთელს.“
„არ ვფიქრობ იმ ჭორებზე, რომელიც ვრცელდება. მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ, შემდეგ კი უქმეების დაპირისპირებაზე გადავერთვები.“
„დაზიანებები მხოლოდ „რეალის“ ფეხბურთელებს არ აწუხებთ. გრეგორი დიუპონი ძალიან კარგად მუშაობს, ის ნამდვილი პროფესიონალია.“
„მიხარია, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა „ფიფას“ თერთმეტეულში ადგილი დაიკავეს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი საუკეთესოები არიან.“
„„ოსასუნას“ სახით ძალიან რთული მეტოქე გვყავს. რატომ? იმიტომ, რომ ამ გუნდს წაგება არ აქვს და ყველაფერს გააკეთებს კარგი სერიის შესანარჩუნებლად.“
„თავს ძალიან ძლიერად და მხნედ ვგრძნობ. გეუბნებით, არ მაინტერესებს პრესაში გავრცელებული ჭორები.“
„ბეილი დაცვაშიც ძალიან ეფექტურია. უელსელმა შესანიშნავად იასპარეზა „სევილიასთან“ მატჩში. ის ბედნიერი არ არის? მაშინ გარეთი წავიდოდა. სკანდალი? ყველაფერი გამოგონილია. თუ უელსელს მადრიდში არ სურს, ამას აუცილებლად გვეტყოდა.“
„როტაცია აუცილებლად იქნება, ვინაიდან 3 დღეში ერთხელ გვიწევს რთული თამაშების გამართვა და ცვლილებების გარეშე ენერგიის აღდგენა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.“
„ხამესი შესანიშნავად გამოდის.“
„ისკოს, მოდრიჩისა და მარსელოს სახით უდიდესი ძალა დაგვემატება, მათ გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ველი.“
„როდრიგოს შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი და მის შესახებ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. ბრაზილიელი მზად არის, როგორც კასტილიაში, ასევე მთავარ გუნდში სათამაშოდ. გოეშს დიდი მომავალი აქვს, საჭიროა სწორი განვითარება და მოთმინების უნარის გამომუშავება.“
„როდესაც ფეხბურთელი ვიყავი სეზონში საშუალოდ 45 მატჩში ვიღებდი მონაწილეობას, ახლა კი მოთამაშეები 60-ჯერაც გამოდიან მოედანზე. დატვირთვა ძალიან დიდია, ამიტომ საჭიროა რესურსის სრული ათვისება და ენერგიის გადანაწილება.“
„პარიზში ცუდად ვითამაშეთ, ანდალუსიაში უკეთესები ვიყავით, ბერნაბეუზე კი ვეცდებით, რომ ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ და 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“
- 24 სექტემბერი 2019
- 6 304
- 38