კურტუა:„„სევილიასთან“ კარის მშრალად შენახვა მარტივი არ არის“
ტიბო კურტუა „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ აღფრთოვანებას ვერ მალავდა...
„პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ კარი მშრალად იმ სტადიონზე შევინახე, სადაც თამაში ძალიან რთულია. ანდალუსიური კლუბისა და „რეალის“ მატჩები ყოველთვის უხვგოლიანობით გამოირჩეოდა.“
„5 ტურში 11 ქულა იდეალური შედეგი არ არის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და მომდევნო მატჩებში 100%-იანი შედეგი ვაჩვენოთ.“
„„ოსასუნასთან“ მატჩი რთული იქნება, თუმცა ბერნაბეუზე პუბლიკის იმედი გვაქვს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.“
- 23 სექტემბერი 2019
- 1 733
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.