ზიდანი:„ფეხბურთელების იმედი რომ არ მქონდეს კლუბს დავტოვებდი“
ზინედინ ზიდანმა „სევილიასთან“ პაექრობის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ერთადერთი რამ, რასაც ვაპირებთ „სევილიასთან“ კარგი თამაშია. ლოპეტეგის გუნდმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო, ამიტომ რთულ მატჩს ველით.“
„არ მაინტერესებს რას წერენ გარეთ, მხოლოდ ფეხბურთელებთან ურთიერთობით ვარ დაკავებული და მსურს, რომ წარმატებას მივაღწიო.“
„ჩემი გაშვება? ეს ძალიან მარტივია, თუ გამიშვებენ, გადაწყვეტილებას გაგებით მოვეკიდები, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი უბრალოდ დიდი სისულელეა.“
„კრიტიკა? უფრო რთული მომენტებიც ყოფილა. კარგად მახსოვს ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები, როდესაც კარისკენ მიმითითებდნენ და ამბობდნენ, რომ უნდა წავსულიყავი, სეზონის ბოლოს კი „ლივერპულს“ შევხვდი და ფინალი მოვიგე, მაშინ ყველა გაჩუმდა, ახლაც ასე ვგეგმავ.“
„„რეალს“ ახლავე დავტოვებდი, რომ არ ვიყო დარწმუნებული ჩემი ფეხბურთელების ძალებში. თუ მიზანი არ გაქვს, ვერც იმოღვაწევებ. ზუსტად ვიცი, რა შეუძლიათ ჩემ შეგირდებს, აქედან გამომდინარე, მათი იმედი მაქვს.“
„მოურინიოს „რეალში“ დაბრუნება? მხოლოდ ხვალინდელ პაექრობაზე ვფიქრობ. არ მაინტერესებს რას წერს პრესა, ვინაიდან ეს მოგონილი ამბებია.“
„ვეცდებით, რომ ინტენსივობა შევინარჩუნოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც პარიზში. მსურს გავიხსენო „ლევანტესთან“ დაპირისპირება, სადაც ყველა ფეხბურთელი აქტიური და აგრესიული იყო. ნებისმიერი მატჩის მოგება შეგვიძლია, სადაც ტემპს არ დავაგდებთ.“
„რატომ დავასვენე გუნდი ხუთშაბათს? იმიტომ, რომ ფეხბურთელებს ასე სჭირდებოდათ და ეს ჟურნალისტები განსახილველი საკითხი არ არის. მწვრთნელმა ყველაზე კარგად იცის, თუ როდის სჭირდება გუნდს დასვენება.“
„ერიკსენის და ვან დე ბეეკის ტრანსფერი? ახლა ამაზე საუბრის დროა? ჩვენ სახეზე გვყავს შესანიშნავი გუნდი. სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და მოდით მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბროთ.“
„არაფერს ვნანობ. „რეალში“ იმიტომ დავბრუნდი, რომ ტიტულები მოვიგო. ზუსტად ვიცი, ყველაფერს შევძლებ.“
- 21 სექტემბერი 2019
- 14 065
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.