მენდი:„თავს შესანიშნავად ვგრძნობ“
ფერლან მენდიმ „სევილიასთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველა ვარჯიშზე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე.“
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ უკვე დიდი ხანია ვთამაშობ. ფრანგულად ბევრი მოთამაშე საუბრობს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ესპანურ ენას აქტიურ რეჟიმში ვეუფლები. „მერენგების“ რიგებში დარჩენა წლების მანძილზე მსურს და აუცილებელია, რომ ენის ბარიერი აღარ არსებობდეს.“
„ზინედინ ზიდანი განსაკუთრებული მწვრთნელია, რომელმაც ახალი პროექტი დაიწყო და აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე.“
„წინ ურთულესი მატჩები გველის. „პსჟ“-სთან წაგება დავიწყებას მიეცა.“
„მოტივირებულები ვართ და „სანჩეს პისხუანზე“ გამარჯვებას ვგეგმავთ. ლოპეტეგის გუნდი პირველ ადგილზეა, გამარჯვების შემთხევაში სატურნირო მდგომარეობას მნიშვნელოვნად გავიუმჯობესებთ.“
„ვფიქრობ, რომ ლა ლიგაში არნახული კონკურენციაა. ჩემპიონობისთვის 4 კლუბი იბრძოლებს.“
- 21 სექტემბერი 2019
- 1 202
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.