საგანგაშო სტატისტიკა - ზიდანის „რეალის“ ძალიან ცუდი დეტალი
ესპანური გამოცემები საგანგაშო სტატისტიკის შესახებ წერენ, რომელიც ზინედინ ზიდანის „რეალს“ აქვს...
ეს სტატისტიკა მოიცავს იმ წლებსაც, როდესაც ფრანგი სპეციალისტის გუნდი ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ იგებდა და ერთხელ ლა ლიგაც მოიგო.
დაპირისპირებების 80%-ში მადრიდის „რეალი“ მეტოქეზე ნაკლებს დარბის, ხშირ შემთხვევაში, კი 5 კილომეტრით ნაკლებს, რაც საგანგაშო სტატისტიკაა.
„პსჟ“-სთან დაფიქსირებულმა შედეგმა კრიტიკოსები აალაპარაკა, როდესაც მათ გაიგეს, რომ მადრიდულ გიგანტმა პარიზულ კლუბზე 7 კილომეტრით ნაკლები ირბინა.
ექსპერტები და ანალიტიკოსები „ბლანკოსის“ წარუმატებელ თამაშს სწორედ ტემპის არქონას და ნაკლებ მოძრაობას აბრალებენ.
- 20 სექტემბერი 2019
- 2 308
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.