ზიდანი:,,პსჟ"-მ ყველა კომპონენტში დაგვჩაგრა"
ზინედინ ზიდანმა „პსჟ“-სთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„„პსჟ“-მ „რეალზე“ ბევრად კარგი და ინტენსიური ფეხბურთი ითამაშა. ტუხელის გუნდმა 3 ქულა დაიმსახურა. ჩვენ გვაკლდა ინტენსივობა, ორთაბრძოლებში ვერ შევდიოდით დ ყველა ასპექტში დაგვჯაბნეს. მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ამ მატჩში დაშვებული შეცდომები გაეანალიზებინათ და დასკვნები გამოეტანათ, ჩემპიონთა ლიგაზე ასე გამოსვლა ნამდვილად არ მოგვიტანს კარგ შედეგებს.“
„2 გოლი გავიტანეთ, მაგრამ მსაჯს ვერ გავამტყუვნებთ, ვინაიდან არცერთი არ იყო ჩასათვლელი. ხანდახან გული მწყდება იმიტომ, რომ მომენტ hiებს ვქმნით და ვერ ვიტანთ, მაგრამ ჩვენ ამ საღამოს სახიფათო მომენტები არ გვქონია.“
„შემდეგ მატჩებს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და ვეცადოთ, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჯგუფური ეტაპის დასრულებას პირველ ადგილზე ვაპირებთ.“
„„პსჟ“-ს მთავარი კოზირი ინტენსივობა იყო, სწორედ ამ კომპონენტში დაგვჯაბნეს ფრანგებმა.“
„ყველა ერთ ნავში ვართ, ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით, ამიტომ საჭიროა გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება.“
- 19 სექტემბერი 2019
- 6 987
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.