ვარანი:,,ბენზემა ნამდვილი ლიდერია"
რაფაელ ვარანმა „პსჟ“-სთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„მადრიდის „რეალისთვის“ ჩემპიონთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, რომელსაც უდიდესი ენთუზიაზმით და ბედნიერებით ვხვდებით. ეს არის ამაღელვებელი მომენტი. რა თქმა უნდა, ყველა ტურნირის მოგება გვსურს, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია.“
„ყოველდღიურად ვუმჯობესდებით და ვეცდებით, რომ უმაღლეს დონეზე ვიასპარეზოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი ვაჩვენოთ და 90 წუთის მანძილზე უმაღლესი კლასის ჩვენება შევძლოთ.“
„შარშანდელი სეზონი გარდამავალი გამოდგა და იმედი მაქვს, რომ ამ სეზონის ბოლოს ტიტულების დათვლა მოგვიწევს. თითოეული ქომაგი ელოდება ჩვენს წარმატებას.“
„წინ ურთულესი მატჩი გველის. ვიცით, რომ „პსჟ“-ს უძლიერესი თავდასხმა ჰყავს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ითამაშებს და ვინ არა, ტომას ტუხელის რესურსი ძალიან დიდია.“
„სერხიოს გარეშე თამაში ურთულესი იქნება, თუმცა ჩვენ უნდა შევძლოთ და მისი არყოფნით არსებული დანაკლისი ამოვავსოთ. კაპიტანი მოედანზე უდიდეს საქმეს აკეთებს, ის ჩვენთვის ლიდერია.“
„ფერლან მენდი გუნდში მარტივად ადაპტირდა. კოლექტივში გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ფრანგულად თავისუფლად საუბრობს და ფეხბურთელს ეხმარება.“
„უამრავი ტიტული მაქვს მოგებული, მაგრამ ყველა სეზონს დიდი მოტივაციით ვიწყებ, რადგან თასების მოგება არასდროსაა ზედმეტი. ძალიან ბევრი სიხარული განმიცდია და ვაპირებ, რომ კიდევ განვიცადო.“
„ბენზემა გუნდის უდავო ლიდერი გახლავთ. ფრანგს ზურგს არნახული გამოცდილება უმაგრებს, მისი სახით ძალიან დიდი სტაჟის მქონე ფეხბურთელი გვყავს, რომელიც განსაკუთრებული სტაბილურობითა და ლიდერის თვისებებით გამოირჩევა.“
„საფრანგეთში თამაში ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან ამ ქვეყანაში ვარ დაბადებული და მიყვარს ყველა წერტილი. ვიცი, როგორ ვითამაშო პარიზული კლუბის წინააღმდეგ.“
- 18 სექტემბერი 2019
- 1 125
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.