„პსჟ“-ს „უძლიერესი ტრიო“ შეუტევს
„უძლიერესი ტრიო“-სწორედ ასე უწოდეს ესპანელებმა აზარის, ბენზემასა და გარეთ ბეილის სამეულს, რომელიც პარიზში დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდება...
ესპანელი ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ზიზუს ფორმაციის საუკეთესო თავდასხმა აზარი-ბენზემა-ბეილი იქნება. კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ სამეფო კლუბის წინა ხაზი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა.
ყველა მიიჩნევს, რომ დადგა დრო „ბლანკოსმა“ რონალდუს გარეშეც აჩვენოს რეალური ძალა.
გარეთ ბეილი მწყობრშია, ედენ აზარმა ტრავმა მოიშუშა და ლა ლიგის გასულ ტურში ნახევარ საათზე მეტი დაჰყო მოედანზე, კარიმ ბენზემას კი ლა ლიგის მე-4 ტურის თავზე 4 გოლი აქვს გატანილი და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
იდეალურ წინა ხაზს უკნიდან ხამეს როდრიგესი გაუმაგრებს ზურგს და ეცდება ეფექტური გადაცემებით მოამარაგოს.
- 17 სექტემბერი 2019
- 2 279
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.