ედენ აზარი:„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, აქამდე ეს არასდროს მითქვამს“
ედენ აზარმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„მადრიდის „რეალში“ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო, ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურდა. ეს ტურნირი უკვე იწყება და ბედნიერი ვარ, რომ ლიგის ჰიმნს სამეფო კლუბის მაისურში გამოწყობილი მოვუსმენ.“
„ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რაც აქამდე არასდროს მითქვამს. აქამდე ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო მუდმივი პრობლემა წაგება, მაგრამ სამეფო კლუბში მოხვედრის შემდეგ მივხვდი რიგითი დაპირისპირების წაგებას ქომაგები რამდენად მტკივნეულად იღებენ. სწორედ აქედან გამომდინარე არის „ბლანკოსის“ მოთამაშეობა უდიდესი პასუხისმგელობა.“
„როდესაც „ჩელსიში“ გადავედი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ლონდონელთა რიგებში 7 წელიწადს დავყოფდი, მაგრამ ყოველი წელი კარგად მახსოვს. „არისტოკრატების“ რიგებში ბევრი ტიტული მოვიგე, ბოლო წლებში კი „მერენგების“ რიგებში გადმოსვლაზე ვოცნებობდი.“
„რატომ მინდოდა „რეალში“ გადმოსვლა? რადგან ბავშვობიდან სამეფო კლუბის ქომაგი ვიყავი. მსიამოვნებდა, როდესაც ზიდანს ფეხბურთელის რანგში ვუყურებდი. „რეალის“ ბევრი მაისური მქონდა ვოცნებობდი, რომ ბერნაბეუზე მეთამაშა. ეს არის საუკეთესო სტადიონი მსოფლიოში.“
„როდესაც „მერენგების“ ღირსებას იცავ, ყოველთვის გაქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი. შეხედეთ „რეალის“ მუზეუმს და ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს დღეები ჩემთვის ძალიან ემოციურია.“
„ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და მისგან ბევრს ვსწავლობ. ფრანგი ლეგენდის რჩევების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდთან ადაპტაცია უსწრაფეს რეჟიმში გავიარე და ვეცდები, რომ ჩემი წვლილი შევიტანო იმ დიდ წარმატებაში, რომელსაც სამეფო კლუბი მიაღწევს.“
„როდესაც ზიდანმა „ლევერკუზენს“ საოცარი გოლი გაუტანა მეძინა, ვინაიდან მხოლოდ 11 წლის ვიყავი. მეორე დღეს მატჩის ვიდეოჩანაწერს ვუყურე, ზინედინის მომენტი კი დაახლოებით 100-ჯერ მექნება ნანახი. მაშინდელი „ბლანკოსი“ ზიზუსთან, ფიგუსთან, რაულთან, რობერტო კარლოსთან და სხვებთან ერთად დაუჯერებელ ფეხბურთს თამაშობდა. შეუძლებელი იყო გულგრილად შეგეხედა ამ მოთამაშეების ბურთის გორაობას, ისინი მოედანზე ფანტასტიკას გვთავაზობდნენ და ფეხბურთის ახალ ისტორიას წერდნენ.“
„ვცდილობ, რომ ბევრი ვიშრომო და სასურველ შედეგს მივაღწიო. სამეფო კლუბში მოხვედრა სწორედ იმ პროგრესის ფონზე შევძელი, რომელიც ვაჩვენე. განვითარებას აუცილებლად განვაგრძობ და ვეცდები, რომ ქომაგებმა საუკეთესო აზარი იხილონ.“
„არასდროს დამავიწყდება ჩემი „რეალში“ პრეზენტაციის დღე. ყველა წუთი განსაკუთრებული იყო და ჩემ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. ჟურნალისტებთან შეხვდრა, ბერნაბეუზე შესვლა, ამდენი ქომაგის ოვაციები და სიყვარული. სამეფო კლუბი უდავოდ საუკეთესოა. ყველა მიხვდება ჩემს ნათქვამს, ვისაც ეს მაისური ოდესმე მოურგია.“
„ესპანეთში ფეხბურთს განსაკუთრებით გულშემატკივრობენ. „ბლანკოსის“ ნებისმიერი წაბორძიკება ქომაგებისთვის ტრაგედია და უბედურებაა. ვერ ვიტყვუ, რომ ინგლისში მხურვალე ფანები არ გვყავდა, მაგრამ „ჩელსის“ წაგებებს ასე მწვავედ არ იღებდნენ.“
„ყოველთვის უნდა ისწავლო და პროგრესი განაგრძო თუ მოწოდების სიმაღლეზე დგომა გსურს. ესპანეთში გადმოვედი და სიახლეებს ვეცნობი. აქ სხვანაირად თამაშობენ, სხვანაირად ემზადებიან მატჩისთვის და ასე შემდეგ. აქ გადმოსვლა ახალი გამოწვევის მიღებას და შესანიშნავად დიდ გამოცდილებას ნიშნავს.“
- 17 სექტემბერი 2019
- 7 031
- 27