ზიდანმა „რეალის“ მწვრთნელებს შორის გამარჯვებებით მე-5 ადგილზე გადაინაცვლა
ზინედინ ზიდანმა „ლევანტესთან“ გამარჯვებით ისტორიული შედეგი დააფიქსირა...
ფრანგმა სპეციალისტმა „ბლანკოსის“ მწვრთნელის რანგში ლა ლიგაში 75-ე მატჩი მოიგო და „ბლანკოსის“ ყოფილი მწვრთნელის, მელოუნის 74 მატჩიანი შედეგი გააუმჯობესა.
ამ მაჩვენებლით ზიზუ „მერენგების“ ისტორიაში, გამარჯვებების რაოდენობის მიხედვით მე-5 მწვრთნელი გახდა.
მეოთხე ადგილზე ვისენტე დელ ბოსკე გახლავთ 84 მატჩით, მესამეზე ჟოზე მოურინიო 87 მატჩით, მესამე ადგილზე ბეენჰაკერი 89 მატჩით, ხოლო პირველ ადგილზე მიგელ მუნიოსი 257 მატჩით.
ეჭვი არავის ეპარება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ფრანგი სპეციალისტი მიგელ მუნიოსის გარდა ყველა მწვრთნელის მაჩვენებელს დაამხობს და ისტორიაში მეორე სპეციალისტი გახდება, რომელსაც გამარჯვებების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს.
- 15 სექტემბერი 2019
- 4 274
- 55