„რეალმა“ 126-ჯერ შეუტია
„რეალისა“ და „ლევანტეს“ დაპირისპირებაში საკმაოდ საინტერესო ციფრები დაფიქსირდა...
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სამეფო კლუბის ფეხბურთელმა მეტოქე კოლექტივს 126-ჯერ შეუტიეს, საიდანაც 73 შემთხვევაში შეტევამ სახიფათო ხასიათი მიიღო.
ასევე აღსანისნავია, რომ ზიზუს გუნდმა კარში დარტყმა 25-ჯერ სცადა, საიდანაც 11 შემთხვევაში ბურთი კარის ჩარჩოსკენ წავიდა, დანარჩენ შემთხვევაში კი გარკვეული მანძილით ასცდა.
ბურთის ფლობის კომპონენტში „ბლანკოსს“ მნიშვნელოვანი უპირატესობა ჰქონდა. 90 წუთის მანძილზე ზიდანის გუნდმა 65%-იანი ბურთის ფლობა დააფიქსირა.
ასევე აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ 632 გადაცემა გააკეთა, საიდანაც 574 სწორი გამოდგა.
მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩაჭრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ „ბლანკოსის“ ფეხბურთელებმა „ლევანტეს“ ფეხბურთელების გადაცემები 17 შემთხვევაში ჩაჭრეს.
„ბლანკოსმა“9 კუთხური ჩამოაწოდა და 12 ჯარიმა დაარტყა.
- 14 სექტემბერი 2019
- 1 458
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.