აზარი:„ეს წუთები არასდროს დამავიწყდება, ოცნება ამიხდა“
ედენ აზარმა ლა ლიგაში პირველად ითამაშა. ბელგიელმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„კარიერის დასაწყისიდან ვოცნებობდი, რომ „რეალის“ ღირსების დამცველი ვყოფილიყავი და ოცნება ამიხდა. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და ვიმედოვნებ, ეს იქნება საოცარი ეპოქის დასაწყისი. ეს წუთები არასდროს დამავიწყდება და ვეცდები, რომ ბევრი გავიტანო.“
„გულშემატკივართა მხარდაჭერა დაუვიწყარია, როდესაც მოედანზე შევდიოდი ქომაგები ყვიროდნენ, რომ გოლი გამეტანა. სამწუხაროს, მეტოქის კარის ბადის შერხევა ამ ეტაპზე ვერ მოვახერხე, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ.“
„ლევანტესთან“ საკმაოდ შედეგიანი მატჩი დაფიქსირდა. მთავარი 3 ქულაა, მაგრამ ვთვლი, რომ „ბლანკოსმა“ გაცილებით დიდი ანგარიშით გამარჯვება დაიმსახურა.“
„წინ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს „პსჟ“-სთან და „სევილიასთან“. ვფიქრობ, გუნდი მზად არის ახალი გამოწვევების მისაღებად.“
„ტრავმა ახლახანს მოვიშუშე და ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ ვარ, თუმცა მერწმუნეთ, მოვუმატებ და გუნდს დიდ სარგებელს მოვუტან.“
- 14 სექტემბერი 2019
- 8 932
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.