კურტუა:„2 გოლის გაშვება არამართლზომიერი იყო“
ტიბო კურტუამ „ბლანკოსის“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„შესვენებაზე ვფიქრობდი, რომ კარი მშრალად შემენახა და „ლევანტეს“ შედეგი ნული ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროდ, 2 გოლი გავუშვი. ჩვენ მთელი მატჩის მანძილზე ვუტევდით და რამდენიმე შემთხვევაში „ბლანკოსის“ დაცვა უყურადღებოდ დარჩა.“
„ძალიან კარგია, რომ გავიმარჯვეთ, თუმცა ბოლო წუთებში ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი ნამდვილად უადგილო იყო.“
„ისე, რომ გვეთამაშა, როგორც პირველ ტაიმში, აუცილებლად მოვიგებდით 5:0 ან 6:0-ს, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.“
„წინ ჩემპიონთა ლიგის მატჩია, ამიტომ ყურადღების გამოჩენა გვმართებს. აუცილებელია, რომ „პსჟ“-სთან დაპირისპირებაში ყველა თვისება გამოვავლინოთ და ფრანგებთან მაქსიმალურად დავიხარჯოთ.“
„ედენ აზარის დებიუტმა გამახარა. ბელგიელს ძალიან მოსწონს ბურთთან ურთიერთობა და გოლების გატანა, ის ნამდვილად დიდ დახმარებას გაგვიწევს. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, აზარს გარკვეული დრო გაუჩნდა, სულ მალე კი სრულფასოვან დატვირთვას მიიღებს.“
„მე ვფიქრობ, რომ „რეალმა“ მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა და სწორედ ასეთ სტილში უნდა განვაგრძოთ ასპარეზობა.“
- 14 სექტემბერი 2019
- 1 043
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.