ბენზემა:„გასახდელში ჩემმა სიტყვებმა ოვაციები გამოიწვია“
კარიმ ბენზემა „ლევანტესთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ფრანგმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ და აქტივში საჭირო 3 ქულა ჩავიწერეთ. ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ შესანიშნავ განწყობაზე ვართ.“
„გასახდელში ვთქვი, რომ ლა ლიგის ბომბარდირობა მსურს, რასაც ზიზუს დიდი ოვაციები მოჰყვა. პიჩიჩი არასდროს გავმხდარვარ და ახლა ჩემი მიზანი სწორედ ამ ჯილდოს მიღება იქნება.“
„4 ტურის შემდეგ 8 ქულა არც ისე კარგი შედეგია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გუნდი სწორად ვითარდება და ეჭვი არ მეპარება, სულ მალე პირველ ადგილზე გადავინაცვლებთ.“
- 14 სექტემბერი 2019
- 4 693
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.