ზიდანი:„გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებას ვიმსახურებდით“
ზინედინ ზიდანმა „ლევანტესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა....
„ჩვენ ვითამაშეთ ფენომენალურად და გამარჯვება დავიმსახურეთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ გაცილებით მეტი შეგვეძლო. 10-0 რომ მოგვეცო არ გამიკვირდებოდა და განვაცხადებდი, რომ საკვირველი არაფერია, ვინაიდან ჩემი ფეხბურთელები არაერთხელ დარჩნენ მეკარესთან პირისპირ, ასევე ხშირად ვხედავდით ხარიხას. შეტევითმა ხაზმა საოცრად იასპარეზა და ბედნიერი ვარ.“
„მეორე ტაიმში გოლები მივიღეთ, მაგრამ არაერთი შანსი შევქმენით. ფეხბურთელები გარკვეულწილად მოდუნდნენ და დაცვაში უზუსტობები გვქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა და ბედნიერი ვარ.“
„„ბენზემა დაუჯერებელი ფეხბურთელია და ასევე დაუჯერებელ ფორმაშია. ფრანგის გოლები ძალიან გვეხმარება და ვამაყობ, რომ ამხელა პროგრესს აჩვენებს. გასახდელში მან მითხრა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ბომბარდირობისთვის იბრძოლებს.“
„აზარმა პირველ ტაიმში იმიტომ არ ითამაშა, რომ რისკები არსებობდა. ბელგიელმა სრულფასოვნად მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატარა და ის წუთები, რომელიც ახლა დაჰყო მოედანზე საკმარისია.“
„დაცვაში სამუშაო კიდევ ბევრია. ეს იყო მატჩი, სადაც არნახულ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ „ლევანტე“ შეტევაში ზუსტი იყო და 2 გოლი მაინც გაგვიტანა.“
„თუ წარმატების მიღწევა გვსურს, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნებას დაველოდოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ხამესმა საოცრად იასპარეზა, ის ყოველთვის ელეგანტურ სტილში თამაშობს, რასაც ძალიან ვაფასებ. მატჩის ბოლოს კოლუმბიელი ძალიან დაღლილი იყო, ვინაიდან ბოლომდე იბრძოლა.“
„ვინიციუსი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ბევრ ასპექტს დახვეწავს. ბრაზილიელს დიდი მომავალი აქვს.“
- 14 სექტემბერი 2019
- 10 985
- 25