არეოლა:„გადმოვედი კლუბში, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ავარჯიშებს“
ალფონს არეოლამ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი ინტერვიუ ჩაწერა...
l„მე მოვხვდი კლუბში, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ზინედინ ზიდანი ავარჯიშებს. ეს ჩემთვის დიდი პატივია და ვეცდები, რომ გაცემული ავანსები გავამართლო. “
„ვეცდები, რომ ყველა ვარჯიშზე ბოლომდე დავიხარჯო და შესაძლებლობები გამოვავლინო. როდესაც შანსი მომეცემა ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ. ზინედინ ზიდანმა შესანიშნავად მიმიღო, ჩვენ მცირეხნიანი საუბარი გვქონდა.“
„იკერ კასილიასი ჩემი კერპი იყო. ვერ ვიჯერებ, რომ მისი კუთვნილი ნომერი ახლა მე მეკუთვნის.“
„წნეხი, რომელიც „რეალში“ არსებობს ცნობილია. პროფესიონალი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საკუთარი კარის მშრალად შენხვა ხშირად შევძლო და ქომაგების სიყვარული დავიმსახურო.“
„როდესაც „რეალის“ მუზეუმი ვნახე აღფრთოვანებული დავრჩი. მიხარია, რომ ასეთ ტიტულოვან კლუბში მოვხვდი.“
„სამეფო კლუბში გადასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო. მხარეები შეთანხმდნენ, ბოლო სიტყვა ჩემი გახლდათ.“
„კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი? ერთადერთი რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მბაპეს ტრავმის მოშუშება იყო. მე ფრანგს ვუსურვე, რომ მოედანზე დროულად დაბრუნებულიყო.“
„„რეალში“ წამოსვლის წინ მბაპემ მითხრა, რომ უდიდეს წარმატებას მისურვებს.“
„პოგბა? ის ჩემი კაპიტანია და დიდ პატივს ვცემ. მოხარული ვარ, რომ პოგბასთან ერთად ნაკრებში თამაში მიწევს.“
„„პსჟ“-სთან მატჩი ძალიან ემოციური იქნება. სამშობლოში დაბრუნება მალე მომიწევს. ორივე გუნდს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.“
„ტიბო კურტუას უმაღლესი კლასის კიპერად მივიჩნევ. ის მარცხენა ფეხით შესანიშნავად თამაშობს.“
- 13 სექტემბერი 2019
- 6 803
- 17
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.