ზიდანი:„21 დღეში 7 მძიმე მატჩი გველის“

ზინედინ ზიდანმა „ლევანტესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„სერხიო რამოსზე ბევრი საუბარი არ ღირს. მისი შეფასება უბრალოდ არ შეიძლება. კაპიტანი არის ღირსეული ფიგურა, როგორც სამეფო კლუბში, ასევე ესპანეთის ნაკრებში და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთში. რამოსი არის მოთამაშე, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ცდილობს, წარმატებული იყოს.“

„ლუკა მოდრიჩის ტრავმა სამწუხაროა, თანაც იმ ფონზე, რომ წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის. ხორვატის გამოჯანმრთელებას მოუთმენლად დაველოდებით.“

„ვინიციუს ჟუნიორზე დიდ გათვლას ვაკეთებ, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს ფსიქოლოგიური წნეხი. ბრაზილიელი ხან ითამაშებს, ხან არა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალგაზრდა შემტევმა ბევრი ასპექტი დახვეწოს და სამომავლოდ კლუბის უდავო ლიდერი გახდეს.“

„ქულები დავკარგეთ, ვაჩვენეთ როგორც კარგი, ასევე ცუდი თამაში. ეს სეზონის სტარტია და ვფიქრობ, რომ ახლა პროგრესის ჩვენების დროა.“

„21 დღეში 7 მატჩის ჩატარება გვიწევს და მოდით ტრანსფერებზე ნუ ვისაუბრებთ. ახლა მხოლოდ მატჩებზე კონცენტრირების დროა.“

„ლუკიტა დავკარგეთ, მაგრამ მივიღეთ აზარი და ხამესი. ორივე მოთამაშე უდიდეს დახმარებას გაგვიწევს.“

„არეოლა და კეილორი? ნავასს საუკეთესოს ვუსურვებ, ალფონსი კი უკვე ჩვენი ფეხბურთელია.“

„აზართან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს. ბელგიელმა სულ ახლახანს მოიშუშა ტრავმა და მეტისმეტი გადატვირთვა კარგი შედეგის მომტანი არ იქნება.“

„ფიფას რეიტინგები? ამაზე განცხადებას არ გავაკეთებ. მე მხოლოდ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული.“

  • Hala
  • 13 სექტემბერი 2019
  • 4 284
  • 18

1

13 სექტემბერი 2019 13:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 006
ბენზემა იოვიჩი ხამესი იქნება წინა ხაზი

2

13 სექტემბერი 2019 13:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 442
აზარის იმედი მაქ იმედია ცოტა მაინც გამოასწორებს სიტუაციას , მაგანაც თუ ვერაფერი ქნა ცუდადაა ჩვენი საქმე )))

3

13 სექტემბერი 2019 14:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ისეთი სუნი დგას,რომ რეალის მინიმუმ ორჯერ წაფორხილება და დაემშვიდობება ზიდანი სამუშაოს.პერესი ჩასვრას არავის პატიობს,საერთოდ არავის,და მართალიც არის.სამეფო გუნდის მეგოლე რომ მძორი ბენზემა იქნება,მანდ უკვე უნდა მორჩეს საუბარი.მე აქამდე მოვხსნიდი ზიდანს....

4

13 სექტემბერი 2019 14:44

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: I N I E S T A 8
ციტატა: ronaldo legend
აზარის იმედი მაქ იმედია ცოტა მაინც გამოასწორებს სიტუაციას , მაგანაც თუ ვერაფერი ქნა ცუდადაა ჩვენი საქმე )))

ოდნავ შეიცვლება სურათი. აზარის მოკიდებული და ნათრევი გუნდი არ გაიშვას. მე თუ მკითხავ რეალს რონალდო ბენზემა ბალეს ტრიოს მსგავსი უნდა ყავდეს შედეგის მისაღწევად რადგამ რეალი ასოცირფება სწრაფ კონტრშეტევასთან და ეს ტეხნარები ანელებემ შეტევებს. შეტევებს თუ ანელებ ბარსელონას ნაირად უნდა თამაშობდე კაკ მინიმუმ

აზარს სისწრაფე არაქ? ჩართე აბა ბრატ ჩელსის თამაშები და ნახავ აზარი კონტრზე როგორია 2-3კაცს მიტეხავს და გარბის.. ან რაგინდა რომ თქვა მესი შეტევას ანელებს? (პს ამათ არვადარებ. ტეხნარები თამაშს ანელებენო და მაგიტო გითხარი)

5

13 სექტემბერი 2019 14:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 442
ციტატა: I N I E S T A 8
ციტატა: ronaldo legend
აზარის იმედი მაქ იმედია ცოტა მაინც გამოასწორებს სიტუაციას , მაგანაც თუ ვერაფერი ქნა ცუდადაა ჩვენი საქმე )))

ოდნავ შეიცვლება სურათი. აზარის მოკიდებული და ნათრევი გუნდი არ გაიშვას. მე თუ მკითხავ რეალს რონალდო ბენზემა ბალეს ტრიოს მსგავსი უნდა ყავდეს შედეგის მისაღწევად რადგამ რეალი ასოცირფება სწრაფ კონტრშეტევასთან და ეს ტეხნარები ანელებემ შეტევებს. შეტევებს თუ ანელებ ბარსელონას ნაირად უნდა თამაშობდე კაკ მინიმუმ

შედეგის მისაღწევად გუნდიდან ნახევარზე მეტმა გაზარმაცებულმა და უმოტივაციო სასტავმა უნდა აუდონ და მოვიდნენ ტიტულებს მოწყურებული ფეხბურთელები , სხვა გამოსავალი არ არის. ჯერ კიდევ რონალდოს წასვლის მერე ნახევარი გუნდი უნდა გაყოლოდა მას , მარა ყველა დატოვეს და დავრაჩით უტიტულოდ , ახლაც იგივე გველის რადგანაც ზუსტად იგივე გუნდია რაც შარშან , ერთადერთი რაც შეიცვალა აზარია , რომელიც მარტო ვერაფერს გახდება როცა 11 ძირითადის მოთამაშიდან 10ს ერთ ადგილზე კიდია გუნდი და მოედანზე სეირნობის მეტს არაფერს აკეთებენ .

6

13 სექტემბერი 2019 14:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 711
საოცრებააა პირდაპირ აზარზე რომ უარყოფითს წერენ. ავტობუსი ათრია აზარმა და რეალის ლიდერობას ვერ შეძლებს? მითუმეტეს იმ რეალის სადაც რონალდუ აღარ არის, აზარის იმედი თუ არ გექნება მაშინ ვისი იმედი უნდა გქონდეს ამ გუნდში არ ვიცი. კონტრშეტევებზე რო არის საუბარი მემგონი ისკოში გეშლებათ, უკან რომ მოჰქონდა ბურთი ცენტრში, აზარი მე რასაც ვუყურე სულ შეტევაშია და ბევრი ტრაკკითაც ახოხიალა. ჯერ დავაცადოთ მაგ კაცს და მერე დავიწყოთ შეფასება.

7

13 სექტემბერი 2019 15:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 006
ციტატა: Axl

100% იანი ხარ, გეთანმხები, აზარი არის ყველაზე ანდერეითედი მოთამაშე დღეს, არადა ჩემთვის ტოპ 3 შია ჩვეულებრივად, რაც მაგან ჩელსიში აკეთა იმის მერე რო იტყვი გუნდის თრევა არ შეუძლია აქ უკვე ზე სუბიექტურად აზარის არ დავასებაზე მიდის საუბარი. ანელებს კიარა ტიპს აჩქარება აქ ისეთი 2 ნაბიჯში ცდება 2-3 ფეხბურთელს, არაუშავს წინაა აზარის გარღვევები და ტოპ თამაშები, ბარეორს გაცემს პასუხს მოედანზე, მესი რონალდინიოს მაგონებს იმიტ რო იმდენად მყარად დგას ფეხზე სულის შებერვაზე არ კოტრიალობს ნეიმარივიტ და აგრძელებ ბოლომდე თამაშს სანამ ტრაქტორით არ გადაუვლიან და ამას ვაფასებ ყველაზე მეტად მოთამაშეში, ეგრევ სიმულაციაზე და ფოლის აკიდებაზე როარ ფიქრობს

8

13 სექტემბერი 2019 15:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Axl
საოცრებააა პირდაპირ აზარზე რომ უარყოფითს წერენ. ავტობუსი ათრია აზარმა და რეალის ლიდერობას ვერ შეძლებს? მითუმეტეს იმ რეალის სადაც რონალდუ აღარ არის, აზარის იმედი თუ არ გექნება მაშინ ვისი იმედი უნდა გქონდეს ამ გუნდში არ ვიცი. კონტრშეტევებზე რო არის საუბარი მემგონი ისკოში გეშლებათ, უკან რომ მოჰქონდა ბურთი ცენტრში, აზარი მე რასაც ვუყურე სულ შეტევაშია და ბევრი ტრაკკითაც ახოხიალა. ჯერ დავაცადოთ მაგ კაცს და მერე დავიწყოთ შეფასება.

ეგრეც ნუ აპიარებ რა,აზარი არი ძაან ტექნიკური ბურთის დამჭერი იგროკი,ისეთ დროს გამოგადგება ძაან როცა თამაშს იგებ,ნუუ საბოლოო ჯამში ძაან მაგარი იგროკია როა ეგ ცხადია მაგრამ ეგ რო ბევრ გოლს გაიტანს რეალში მაგის არ მჯერა და იმედია ვცდები,არასდროს ყოფილა ცივსისხლიანი გოლებზე დაგეშილი შემსრულებელი,მე იოვიჩის იმედია მაქვს,იმედია ფეხს მოიკიდებს სასტავში და გოლის გამტანის პრობლემა მოგვარდება რაც ამ რეალის მთავარი პრობლემაა,იოვიჩი აზარი ბეილი იქნება ძაან მაგარი ტრიო,კონტრებზე დაგეშილი ბეილი ბურთის დამჭერი აზარი და შემსრულებელი იოვიჩი,ჩემი აზრით იდეალურად იქნება დაბალანსებული ეს ტრიო

9

13 სექტემბერი 2019 15:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 518
აზარს აქვს ლიდერის თვისებები ეს ჩელსიში ბევრჯერ დაამტკიცა,ნუ ეხა თუ მესის და რონალდუსთან ვაკეთებთ პარარელს ყველაფერი შედარებითიააა აზარი ვერ გახდება რეალისთვის რონალდუ მაგრამ შეუძლია იყოს ერთერთი საკვანძო ფიიგურა კლუბში რომელიცცც იქნება ფაქტორი გუნდის წარმატებასთანნ,იმ მოცემულობით როცა აღარ გვყავს არანორმალურიი სასიციცხლოდ მნიშვნელოვანია დაცვაშიიი ხარისხიანი თამაში,ვიმეორებბ თუ გუნდიი ვერ ისწავლის დაცვაში თამაშშს შედეგები არ გვექნებააა,ესააა ის მოცემულობა რაც დღეს გვაქვსს .აღარ გვყავს ის 40-50 გოლიანი პლიუს ბალანსი ვინცცც ამმ ყველაფერსს აბალანსებდააა.გატანა არ გვიჭირს უსახურ მატჩებშიც კი მაგრამ თავის დაცვა გვიჭირს ორღობის დონის გუნდებთანაც კი.რეალმა ისტორიულად დაცვაში თამაში არ იცის ეს არაა არგუმენტიი.არ იცოდიი არ ნიშნავს რომ დღეს არ უნდა იცოდე მით უფრო ფაქტორი ხდება გუნდის შედეგებზე უკვე ესს.

9 ქულიდან დავკარგეთ უკვე 4 ქულა.ყველა ეს ქულააა დაცვის ბავშვური შეცდომების შედეგად დაიკარგააა.როცა შეგვეძლო მინიმუმ 7 ქულა აგვეღოო.ისტორიულ არგუმენტებს არაფერი საერრთო არ აქვს აწყმოსთან,აწყმო გავალდებულებსსს როგორც შეტევაში კარგ თამაშშ ასევე დაცვით ფუნქციებში კარგ თამაშშს,ესეაა მოწყობილი დღევანდელი ფეხბურთიი ,არ არის გარანტია რამდენი შეუტევ გაიტანნნ რადგან დღეს გუნდებიი ხარისხობრივად იცავენ თავსს კარგადდდ და არაა ადვილი ამის კეთებაა,მაგრამ არის გარანტიაააა თუ თავს ცუიდად დაიცვაა მიიღო გოლიიი უფრო მეტად.ცენტრალური მცველების მოქმედება უბრალოდ კატასტროფაააა.ესეთი დონის მცველები როგორ ახერხებენ ამდენიი ბავშვური შეცდომების დაშვებასს.
-----------------------
ზიდანი:ვინც კარიმს აკრიტიკებს ფეხბურთი არ იცის.პირადად ჩემთვის კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.
აზარი:„ბენზემა არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ის საუკეთესო „9“-იანია“

10

13 სექტემბერი 2019 15:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 711
ციტატა: mirianiii
ეგრეც ნუ აპიარებ რა,აზარი არი ძაან ტექნიკური ბურთის დამჭერი იგროკი,ისეთ დროს გამოგადგება ძაან როცა თამაშს იგებ,ნუუ საბოლოო ჯამში ძაან მაგარი იგროკია როა ეგ ცხადია მაგრამ ეგ რო ბევრ გოლს გაიტანს რეალში მაგის არ მჯერა და იმედია ვცდები,არასდროს ყოფილა ცივსისხლიანი გოლებზე დაგეშილი შემსრულებელი,მე იოვიჩის იმედია მაქვს,იმედია ფეხს მოიკიდებს სასტავში და გოლის გამტანის პრობლემა მოგვარდება რაც ამ რეალის მთავარი პრობლემაა,იოვიჩი აზარი ბეილი იქნება ძაან მაგარი ტრიო,კონტრებზე დაგეშილი ბეილი ბურთის დამჭერი აზარი და შემსრულებელი იოვიჩი,ჩემი აზრით იდეალურად იქნება დაბალანსებული ეს ტრიო

კი არ ვაპიარებ სიმართლეს ვამბობ. და შენ კიდე იმდენად არაობიექტური ხარ აზარზე იმასაც ამბობ საშუალო დონეაო, შენ არ თქვი თუ მეშლება?? ახლა კი იძახი მაგარი იგროკიაო მაგრამ რეალის დონის არ არისო ეგეც მახსოვს შენგან. და კიდე უნდა შეგეძლოს ადამიანს სწორად მსჯელობა, ბევრ გოლს რო გაიტანს მაგის არ მჯერაო და ეგ მესი ამ რონალდუ ხო არ გგონია? ეგ ორი არის სხვა ლეველზე საერთოდ და აზარი ვერ გააკეთებს რათქმაუნდა რონალდუს რასაც აკეთებდა. თუმცა მას შეუძლია შეტევა, შეუძლია მომენტის შექმნა, შეუძლია სხვას მისცეს გოლის გატანის საშუალება და ეხლა თუ ფორვარდმა ფეხები ვერ გაისწორა და გოლი ვერ გაიტანა მაგას აზარს ნუ დააბრალებ. ესეთი მიდგომა არასწორია, აზარს რაც შეუძლია და რაც მისი პოზიციის ფეხბურთელს ევალება შეასრულებს 5 იანზე ეჭვი არ მეპარება და რაც არ არის მისი საქმე ბოდიში ფორვარდიც თვითონ ვერ იქნება.

11

13 სექტემბერი 2019 15:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 496
მე მაგალითად ხამესის იმედიც მაქვს და მგონია რო დიდ როლს ითამაშებს რეალის წარმატებებში.ძაან კლასნია და მაგის გასროლები გვჭირდება ზუსტად ასევე ძაან მაგარი პასი აქვს და მგონი ძაან გამოგვადგება.ნუ აზარის იმედი თუარ გვქონდა და დავქცეულვართ და ეგაა
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

12

13 სექტემბერი 2019 15:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 147
ლულმა იფრინა, რუდი და ლული ფინალში გვყავს, ახლა იმედია იქედან არგენტინა გავა და კამპაცო რუდის და ლულის წინააღდეგ ფინალი დაიდება
-----------------------
რონალდინიო: "ზიდანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ბრაზილიელები არაფრად ჩაგვთვალა." მესი-კარიერაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვთხოვე მაისური, ზიდანს!

13

13 სექტემბერი 2019 15:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 496
ციტატა: FERNANDO_REDONDO
9 ქულიდან დავკარგეთ უკვე 4 ქულა.ყველა ეს ქულააა დაცვის ბავშვური შეცდომების შედეგად დაიკარგააა.

აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები.ახლაა საჭირო კარგი დაცვის ჩამოყალიბება.ხანდახან ვფიქრობ კონტეს მოსვლა უკეთესიც კი იქნებოდა ასეთი რეალისთვის თქო.
-----------------------
ვენგერი 26 წელი = 0 ჩემპიონთა ლიგა
ფერგიუსონი 26 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
მოურინიო 17 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა
გვარდიოლა 10 წელი = 2 ჩემპიონთა ლიგა

ზიდანი 2.5 წელი 3 ჩემპიონთა ლიგა :)

14

13 სექტემბერი 2019 15:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 711
ციტატა: hip hop
ციტატა: FERNANDO_REDONDO
9 ქულიდან დავკარგეთ უკვე 4 ქულა.ყველა ეს ქულააა დაცვის ბავშვური შეცდომების შედეგად დაიკარგააა.

აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები.ახლაა საჭირო კარგი დაცვის ჩამოყალიბება.ხანდახან ვფიქრობ კონტეს მოსვლა უკეთესიც კი იქნებოდა ასეთი რეალისთვის თქო.

არც მოურინიო იქნებოდა ურიგო, თუმცა ახლა ზიდანის გაშვების ხარჯზე რათქმაუნდა არა. ზიდანს უბრალოდ არ შეუძლია დაცვითი ფეხბურთი ათამაშოს გუნდს და დიდი ყურადღება დაუთმოს მხოლოდ დაცვის განვითარებას, მის სტილში არ ჯდება. გასულ წლებშიც რეალი დაცვაში თუ კარგად თამაშობდა ესეც ჩემი აზრით ფეხბურთელების ფორმის პიკში ყოფნის შედეგი იყო. დაკარგეს ფორმა და მოტივაცია კი ვხედავთ რაც ხდება. იქნებ შევიდნენ ისევ ფორმაში და ათამაშდნენ.

15

13 სექტემბერი 2019 15:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 006
ციტატა: I N I E S T A 8
ციტატა: papacha
ამას ვაფასებ ყველაზე მეტად მოთამაშეში, ეგრევ სიმულაციაზე და ფოლის აკიდებაზე როარ ფიქრობს

მიტო არ გევასება ხო რონალდო?

16

13 სექტემბერი 2019 16:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Axl
ციტატა: mirianiii
ეგრეც ნუ აპიარებ რა,აზარი არი ძაან ტექნიკური ბურთის დამჭერი იგროკი,ისეთ დროს გამოგადგება ძაან როცა თამაშს იგებ,ნუუ საბოლოო ჯამში ძაან მაგარი იგროკია როა ეგ ცხადია მაგრამ ეგ რო ბევრ გოლს გაიტანს რეალში მაგის არ მჯერა და იმედია ვცდები,არასდროს ყოფილა ცივსისხლიანი გოლებზე დაგეშილი შემსრულებელი,მე იოვიჩის იმედია მაქვს,იმედია ფეხს მოიკიდებს სასტავში და გოლის გამტანის პრობლემა მოგვარდება რაც ამ რეალის მთავარი პრობლემაა,იოვიჩი აზარი ბეილი იქნება ძაან მაგარი ტრიო,კონტრებზე დაგეშილი ბეილი ბურთის დამჭერი აზარი და შემსრულებელი იოვიჩი,ჩემი აზრით იდეალურად იქნება დაბალანსებული ეს ტრიო

კი არ ვაპიარებ სიმართლეს ვამბობ. და შენ კიდე იმდენად არაობიექტური ხარ აზარზე იმასაც ამბობ საშუალო დონეაო, შენ არ თქვი თუ მეშლება?? ახლა კი იძახი მაგარი იგროკიაო მაგრამ რეალის დონის არ არისო ეგეც მახსოვს შენგან. და კიდე უნდა შეგეძლოს ადამიანს სწორად მსჯელობა, ბევრ გოლს რო გაიტანს მაგის არ მჯერაო და ეგ მესი ამ რონალდუ ხო არ გგონია? ეგ ორი არის სხვა ლეველზე საერთოდ და აზარი ვერ გააკეთებს რათქმაუნდა რონალდუს რასაც აკეთებდა. თუმცა მას შეუძლია შეტევა, შეუძლია მომენტის შექმნა, შეუძლია სხვას მისცეს გოლის გატანის საშუალება და ეხლა თუ ფორვარდმა ფეხები ვერ გაისწორა და გოლი ვერ გაიტანა მაგას აზარს ნუ დააბრალებ. ესეთი მიდგომა არასწორია, აზარს რაც შეუძლია და რაც მისი პოზიციის ფეხბურთელს ევალება შეასრულებს 5 იანზე ეჭვი არ მეპარება და რაც არ არის მისი საქმე ბოდიში ფორვარდიც თვითონ ვერ იქნება.

იცი რას ვგულისხმობ აგიხსნი ეხა,ნეიმარის მოსვლა რომელიც ერთ ერთი საუკეთესო იგროკია არ მინდოდა მე რეალში სხვა და სხვა გარემოებების გამო მაგრამ ნეის აზარისგან განსხვავებით აქვს ის რაც ჭირდება შემტევს,როცა ნეი დრიბლინგობს მას შეუძლია ის გოლით დაასრულოს,აზარს თუ დააკვირდები ეგ რაღაცა რასაც შეტევის დასრულება ქვია არ აქვს,აი მბაპე აიღე მაგალითად წავა 5 კაცს მოიშორებს და თვითონვე დაამთავრებს,სალაჰი აიღე მანე აიღე აი ესეთი იგროკი არაა აზარი,მას შეუძლია ძაან მაგარიდრიბლინგები მაგრამ მთავარი რაც არი ის არ აქვს რაც დღეს ძაან გვჭირდება იმ სიმახინჯის გამო ვინც წინ გვყავს ვითომ ფორვარდად,აი ამას ვგულისხმობდი და შენ რაღაც სხვაზე გაამახვილე ყურადღება,აზარი პასებით მოგამარაგებს მაგრამ ეგ ამ რეალში ყველაზე ნაკლებად გვჭირდება იმიტო რო ვის უნდა მიცეს პასი,პასის მიმცემები ისეთი გვყავს რო არავის ყავს ალბათ ეგეთები,კროოსი და მოდრიჩი რო პასებს გააკეთებს ისეთს ვინ გააკეთებს გამონაკლილის გარდა,მაგრამ დღევანდელობაში ვის გაუკეთონ პასი? ხენზემას? რამდენჯერაც გაუკეთებენ იმდენჯერ ააცილებს მისი რა მიდის,ამიტო აზარისგან პასების დარიგებაზე უფრო შეტევების დაწყება და დამთავრება გვჭირდება რასაც იმედია გააკეთებს

17

13 სექტემბერი 2019 17:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: ronaldo legend
ციტატა: I N I E S T A 8
ციტატა: ronaldo legend
აზარის იმედი მაქ იმედია ცოტა მაინც გამოასწორებს სიტუაციას , მაგანაც თუ ვერაფერი ქნა ცუდადაა ჩვენი საქმე )))

ოდნავ შეიცვლება სურათი. აზარის მოკიდებული და ნათრევი გუნდი არ გაიშვას. მე თუ მკითხავ რეალს რონალდო ბენზემა ბალეს ტრიოს მსგავსი უნდა ყავდეს შედეგის მისაღწევად რადგამ რეალი ასოცირფება სწრაფ კონტრშეტევასთან და ეს ტეხნარები ანელებემ შეტევებს. შეტევებს თუ ანელებ ბარსელონას ნაირად უნდა თამაშობდე კაკ მინიმუმ

შედეგის მისაღწევად გუნდიდან ნახევარზე მეტმა გაზარმაცებულმა და უმოტივაციო სასტავმა უნდა აუდონ და მოვიდნენ ტიტულებს მოწყურებული ფეხბურთელები , სხვა გამოსავალი არ არის. ჯერ კიდევ რონალდოს წასვლის მერე ნახევარი გუნდი უნდა გაყოლოდა მას , მარა ყველა დატოვეს და დავრაჩით უტიტულოდ , ახლაც იგივე გველის რადგანაც ზუსტად იგივე გუნდია რაც შარშან , ერთადერთი რაც შეიცვალა აზარია , რომელიც მარტო ვერაფერს გახდება როცა 11 ძირითადის მოთამაშიდან 10ს ერთ ადგილზე კიდია გუნდი და მოედანზე სეირნობის მეტს არაფერს აკეთებენ .

გეთანხმები მეგობარო,გუნდის 70% გასაშვებია და ახალი,გამარჯვებებზე დახარბებული ფეხბურთელებია საჭირო.ძველ სასტავმა ჯოზლა გაისუქა და კიდიათ თამაში.პერესის ადგილზე მინიმუმ 7 ფეხბურთელს ავახვევინებდი გუნდიდან.

ციტატა: hip hop
მე მაგალითად ხამესის იმედიც მაქვს და მგონია რო დიდ როლს ითამაშებს რეალის წარმატებებში.ძაან კლასნია და მაგის გასროლები გვჭირდება ზუსტად ასევე ძაან მაგარი პასი აქვს და მგონი ძაან გამოგვადგება.ნუ აზარის იმედი თუარ გვქონდა და დავქცეულვართ და ეგაა

ხამესის ამბავში არ გეთანხმები მეგობარო.ხამესი ხასიათის ფეხბურთელია.თან ეგ რომ კლასნი მოთამაშე ყოფილიყო,როგორ გგონია გერმანელები არ დაიტოვდნენ?ნახავ თუ ამ ზამთარსვე არ გაყიდონ.მე მეგოლე ფეხბურთელის ჯავრი უფრო მაქვს.იოვიჩის იმედი მქონდა,მაგრამ ზიდანი სანამ მძორი ბენზემა იქნება გუნდში,იოვიჩს არ გაახარებს.ჩემი აზრით ზიდანს და ბენზემას ერთად აახვევინებენ რეალიდან ამ ზამთარს და საფეხბურთო სამყარო მიხვდება,რომ სამი ლიგა ზედიზედ ზიდანმა კი არა,რონალდუმ და კომპანიამ მოიგო.ნუ,დაველოდოთ და ვნახავთ,იმედია რომ ვცდები და ზიზუ გაამართლებს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პსჟ-სთან ლიგაზე თამაშს.მანდ გადაწყდება ზიდანის მომავალი ჩემი აზრით.

18

13 სექტემბერი 2019 20:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხიდანის მონავალი ამ სეზონით არ გადაწყდება და ტყუილა ლაპარაკობთ ნაგას. ახალ გუნდს აშენებს ბაბუ და ზუსტად იცის რა როგორ. ახლა ვინცაა ამათ ზაფხულსი ალვათ ვერ ნახავთ. ხამესი მოდრიჩი ისკო ბიზვინი შეიხლება კროოოსიც და ბეილი. ამათ ზაფხულსი ვერ ნახავთ!

მარსელო და რამოსი უკვე სკამისთვის გამზადდებიან ნელნელა. ვარანი თუ დარჩა ხომ კარგი თუარადა არც მაგას დაიჭერს ბაბუ.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)